Christian Cullenმაგას ვამბობ მეც.
იმდენი ფული ჩაიდო რაგბში რომ არც დაესიზმრება არცერთ სპორტის სახეობას თუ არ ჩავთვლით ფეხბურთს.
ჭიდაობიდან რატო ითხოვ მედლებს?

დაფინანსება ნახე ან საკლუბო ჩემპი აქვთ? როგორც რაგბს აქვს და ხელფასების მხრივ ფეხბურთის შემდეგ ყველაზე სტაბილური შემოსავალია.
არ ვადარებ ჭიდაობას და რაგბ უბრალოთ ვამბობ რო მიუხედავად საქართველოსნაირი ქვეყნისთვის უზარმაზარი ფულადი რესურსების ჩაყრისა მაინც მსოფლიოზე გავდივართ და ქვეჯგუფიდან ვერ გავდივართ.
ფულს ხარჯავენ უზარმაზარს როგორც რაგბში ასევე ფეხბურთში კერძო და სახელმწიფო სახსრებიდან.
ჭიდაობას ელემენტარული დარბაზები ანუ სავარჯიშო პირობები არ აქვთ და მართლაც შედარება ძნელია როდესაც მწვრთნელებს ხელფასებიც არ აქვთ და ვარჯიშის შემდეგ ცხელი წყალზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ეროვნულ ნაკრებსაც კი ეს პრობლემა აქვს დრესაც რიგში დგანან რო დაიბანონ.
ამ დროს ევროპის ჩემპიონი ხდება ჭიდაობაში ჩვენი ნაკრები და რის ხარჯზე? ან როგორ სთხოვ სტაბილურობას ხინჩეგაშვილს როდესაც საკლუბო ჩემპის არ არსებობის გამო და დარბაზების თუ სხვა ელემენტარული პირობების არ ქონის გამო შევსება არ ხდება თითოეულ წონაში რომ რამდენიმე კონკურენტი იყოს.
ჭიდაობა არის ჩვენი სული და გული სადაც ყოველგვარი პირობების გარეშე მაინც ტალანტების წყალობით ხან ვჯობნით ხან ვერ.
კატასტროფულად არის შემცირებული მოჭიდავეების რიცხვი და ეს იმ დროს როდესაც რუსეთში, ირანში, შტატებში საქართველოს მოსახლეობის ხელა მოჭიდავეები ვარჯიშობენ სხვადასხვა ასაკობრივ კლუბებში.
მე არ ვიძახი ყველა დარბაზებში ქალიან კაციანად.
რაგბზეც უნდა მივიდეს ბავშვი და ჭიდაობაზეც მაგრამ პრიორიტეტი უნდა იყოს ის რომ არაფრისგან ვიღებთ მაქსიმალურ შედეგს.
დღეის მდგომარეობით ჭიდაობიდან გვაქვს შედეგი ეს უნდა გვახსოვდეს.