#47418240 · 30 Mar 2016, 13:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რასაც დავწერ, წინასწარ ვიხდი ბოდიშს საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა უბრალოდ. თუკი ეს შორენას გადაწყვეტილებაა, რას იზამ, ყველა თავისუფალი უნდა იყოს არჩევანში, მაგრამ თუკი ეს საპატრიარქოდანაა მიწოდებული, მაშინ: 1. საპატრიარქო ცდილობს ცნობადი სახეებით აწიოს თავისი საგრძნობლად დაცემული რეიტინგი. არ შეიძლება ასე აპელირებდე ადამიანის უბედურებით, თუმცა, ეს რელიგიის ერთერთი მთავარი პრინციპია; 2. მე დავფიქრდებოდი, თუ რა სიტუაციაა დედათა მონასტრებში ზოგადად. მე ვუყურე ერთი მონაზვნის გამოსვლას, რომელიც დედათა მონასტრებში უჩიოდა სექსუალურ ძალადობას! 3. მე დავფიქრდებოდი, კიდევ უფრო ხომ არ დავჭირდებოდი ჩემს შვილს ფიზუკურადაც და მენტალურადაც. 4. საერთოდ, ღმრთისადმი მადლიერების გამოხატვა და ლოცვა, ჩემი აზრით, ყველა ადგილიდან შეიძლება, მათ შორის, ოჯახიდან, საკუთარი და ერთადერთი შვილის გვერდიდან. 5. შორენა, კარგად, ძალიან კარგად დაფიქრდი!
--------------------
Good friends, good books and a sleepy conscience: this is the ideal life.
|