ჩემს ბიძაშვილს გაუკეთეს ზუსტად ამ აქციით იგივე, ადრეც ზუსტად მაგ კომპანიის სმარტფონი იყიდა მან, ისეთი რომ 150 ლარს არ მივცემდი და 900 ლარი გადაახდევინეს და ახლა ეს აქცია კიდე! არადა სმარტფონებში ძლიან კარგად ვერკვევი და არცერთხელ არ დამირეკა და რჩევა არ მთხოვა, მინიმუმ ორჯერ უკეთესი სმარტფონი შემიძლია ვაყიდინო 40 დოლარად! არი სიხარულით მეუბნებოდა, ნახე სმარტფონი ვიყიდე განვადებით და 200 ლარი მაჩუქეს ხელზეო ტირილი კინაღამ დავიწყე

კიარადა დავიწყესავით

მერე მოვსინჯე როგორი ტელეა მეთქი, საშინელება იყო, აი ვერ ავღწერ ისეთი საშინელება და ყველაზე ღადაობა რა არის იცით? უკან კამერა მგონი 0.00000000003 მეგაპისელი აქვს ისე ცუდათ იღებს და წინა კამერა ბევრად უკეთესი აქვს

ხომ არ გავაკეთოთ რამე ისეთი, რომ ეს კომპანია ჩავძიროთ? ტეხავს უკვე, რამდენი ადამიანი უნდა დააბოლონ? ციფროვიკი იყო ერთი ეგეთი, დავიწყე მუშაობა მანდ და ვერ ვატყუებდი ხალხს, არ შემიძლია ეგეთი რაღაცა, ავდექი და მეორე დღეს წამოვედი, თან კონსულტაციას ვუწევდი ვინც მოდიოდნენ, რომ ძალია გთხოვთ აქ არაფერი არ იყიდოთ მეთქი! მადლობებს მიხდიდნენ მერე

ამათმა ესემესებმა ხომ დამტანჯა კიდე, ასეთი ახელებით რომ შემოდის: სიყვარული, მეგობრობა, ჩახუტება, გილოცავთ, მიიღე ფული და მსგავსი იდიოტობები, ლამისაა საჩივარი დავწერო რა....... ღამის 3 საათზე მაინც იქონიონ სინდისი.....
ვინმეს თუ აქვს სურვილი შევიკრიბოთ და ერთად მოვუღოთ ბოლო ამ ბოროტებას....