თუ ქოცებმა იძიერს შური?

გაიხსენეთ პაპავას განცხადებები გაზპრომზე, გაზ-გასამართ სადგურზე, განათლების კანონზე. არ ჭირდებათ უპარტიო რექტორი, რომელიც არ აპრავებს
* * *
ემპეწრიაუდიტორია 115 გრძელვადიან პერიოდში უდავოდ დამარცხებულია. მოკლევადიანში გაიამარჯვეს. გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნას ვგულისხმობ.
აუდიტორია 115-ის მარცხი იმ დღიდან დაიწყო, როცა დაიშალნენ, იმ მოტივით რომ სამინისტრო დაიწყებდა თვითმმართველობისა და განათლების შესახებ კანონის რეფორმირებას. ორივე დაპირება სრული ფარსია. თვითმმართველობას არავინ გააუქმებს, მარტივი მიზეზის გამო, იგი ბერკეტია ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი უშიშროების სამსახურების ხელში. მისი შექმნის დღიდან სწორედ ამ ერთადერთ ფუნქციას ემსახურება სტუდენტური თვითმმართველობა. ასე იყო ნაცების კუდ-ის დროს, შეიცვალა ხელისუფლება და თვითმმართველობა ახლა ქოცების სუს-მა გადმოიბარა. ხელისუფლებას ჭირდება სტუდენტური დაჯგუფება უნივერსიტეტში, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მიუქსევენ რექტორს, კანცლერს, პროფესურას, ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტებს და ა.შ. ასე რომ არ იყოს, მაშინ სპორტის სამინისტრო არ დახარჯავდა მილიონ ლარამდე, 2013 წლიდან დღემდე სტუდენტური თვითმმართველობების პაეზდკებში და "შეფარებაში" შესაბამისად პაპავა იქნება რექტორი თუ ვინმე სხვა თვითმმართველობა მაინც დარჩება, მათ ამის გარანტიები აქვთ ხელისუფლებიდან.
ახლა მივუბრუნდეთ პაპავას. ის ნამდვილად არ იყო ძლიერი და რეფორმატორი რექტორი, მიუხედავად იმისა რომ გააკეთა გარკვეული ძვრები და პოზიტიური სიახლეები შემოიტანა უნივერსიტეტში, მაგალითად სასწავლო ბაზების მოწესრიგება, საერთაშორისო აქტივობის ამაღლება და ა.შ საბოლოო ჯამში პაპავა შეეკრეა თსუში არსებულ მანამდე არსებულ სისტემას. ვერ ვიტყვი, რომ სხვა გამოსავალი ჰქონდა. პაპავა ერთგულად, ჩუმად იყო თსუში სისტემასთან ერთად, მანამ სანამ 2015 წლის ბოლოს არ მოახლოვდა კანცლერის არჩევნები. სისტემას მისი კანდიდატი ყავდა გაფრინდაშვილის სახით, რომელსაც ოდეერის საშუალებით დალაგებული ჰქონდა ხელისუფლების ერთ ფრთასთან სიტუაცია, მას მხარს უმაგრებდა სტუდენტური თვითმმართველობაც. პაპავამ კანცლერად საკუთარი კანდიდატის გაყვანა მოინდომა, ამოწია ოდეერის თემა. ეს სისტემასთან ღია დაპირისპირება იყო. სწორედ ამას მოყვა რაც მოყვა.. ოდნავი, პირველი წინააღმდეგობის შემდეგაც კი სისტემამ არ აპატია პაპავას და როგორც დასრულდა კარგად ვიცით... მეორე თემაა, რომ არც ქოცებს ეხატებოდათ დიდათ გულზე პაპავა. დაწყებული მისი ხმაურიანი განცხადებებიდან გაპზრომზე, ბენზინ-გასამართ სადგურზე და ა.შ პაპავა არ იყო ხელისუფლებისთვის საიმედო და მისაღები რექტორი. ამას მოყვა პაპავასადმი თვითმმართველობის ტიტუშკების "მიქსევა" და საბოლოოდ მისი გადადგომა.
პაპავას გადადგომით თსუში არაფერი შეიცვლება, 1%-ითაც კი. იქნება ახალი რექტორი, რომელიც დიდი ალბათობით იქნება ან მოქმედი სისტემის ნაწილი, რომელიც პაპავას მსგავსად, გარანტიას მისცემს სისტემას, რომ მას არ შეეხება. ან კიდევ სუსი დანიშნავს მთავრობისადმი ლოიალურ რექტორს. ან მესამე ვარიანტია, რომ სუსი არსებული სისტემიდან აარჩევს მისთვის სასურველ რექტორობის კანდიდატს.
115 კი უდავოდ წაგებული რჩება. რადგან არც რექტორისა და აკად. საბჭოს არჩევის წესი შეიცვლება. ამას პოლიტიკური ნება და საპარლამენტო მუშაობა ჭირდება. და როგორ ფიქრობთ აქვს ამ პარლამენტს, რომელიც კვორუმს ვერ კრიბავს მსგავსი ცვლილებების გატარების უნარი?
ამავე დროს, 115 მოექცა რამდენიმე დაინტერესებული პირის ინტერესის ქვეშ, რომელთაც თავიანტი მიზნები აქვთ როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე ისე უნივერსიტეტში, მაგალითად ლორთქიფანიძე, კუპრაძე, ცაგარელი და ა.შ. ამ ადამიანებმა 115-ის ის ნაწილი, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია და უბრალოდ ჯანსაღი პროტესტი ამოძრავებთ გააბრიყვეს. ამით მოხდა რა? 115 დაკარგავს ხალხს, და დარჩება 1 მარგინალური ჯგუფი, რომელსაც ახალი რექტორი ან კანცლერი შესთავაზებს გაჩუმების სანაცვლოდ გარკვეულ პრივილეგიებს და ისინიც რა თქმა უნდა გაჩუმდებიან. როგორც პაპავას დროს გაჩუმდნენ არაერთხელ. ასე დასრულდება ეს ამბავი.