#47439115 · 1 Apr 2016, 17:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხოო მაგრად მიკვირს ერთი გამპრავებელიც კი არ გამოჩდა სამადლოდ ერთი სიტყვა შეაწიოს ამ სირს * * * თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაურის მიზეზი ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლების თემაა. "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გათავისუფლებული ბაგა-ბაღების დირექტორების საქმეს შეისწავლის.
როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, მოხდა ათეულობით ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლება, რასაც საფუძვლად შიდა აუდიტის დასკვნა დაედო. "შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და შევისწავლოთ აუდიტის დასკვნა, ასევე შევისწავლოთ იმ დირექტორების საქმიანობა, რომელთა გათავისუფლებაც მოხდა", - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.
"ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში რთული ვითარებაა შექმნილი. "თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თქვა, რომ მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და იქ განიხილონ ეს საკითხი. ჩვენ ვერ დავრჩებით ამ პროცესების მიღმა. დავიწყოთ საკითხის შესწავლა", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საკრებულო ვალდებულია გაერკვეს ბაგა-ბაღებთან მიმართებაში არსებულ პრობლემაში. "საკრებულო ვალდებულია ამაზე იმსჯელოს და ყურადღება დაუთმოს ამ თემას. ასეულობით მშობელი ითხოვს პასუხს", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ მალაღურაძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია მსჯელობის გამართვა. "ნაციონალების" დროსაც ხდებოდა დირექტორების გათავისუფლება. თუმცა ამ შემთხვევაში დირექტორები აუდიტის სამსახურის დასკვნის გამო გათავისუფლდნენ", - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
საკრებულოს დეპუტატმა ია მაკასარაშვილმა სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ დროსაც ხდებოდა დირექტორების გათავისუფლება. "გამოვიკვლიოთ თქვენი მუშაობა. მე ვფიქრობ, სწორად მოიქცა ბაღების მართვის სააგენტო, როცა ეს ადამიანები გაუშვა სახლში. სამსახურებში მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანები უნდა მუშაობდნენ", - განაცხადა ია მაკასარაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით კი, სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით კომისიებს შეუძლიათ იმსჯელონ და ამაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
|