ძაან უნიჭოდ გამოგივიდა ეს, შენი ტროლაობა არ გაიშვა
მაგას როდესაც წერდა ილია, დასავლეთ საქართველოში არ იყო ნამყოფი , თორემ ჩავიდა მერე სამეგრელოში და ნამდვილი საქართველო ვნახეო
სამაგიეროდ, შენისთანებზე ასე წერდა

"ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს
ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ
მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და
სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის
შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა.
მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან
დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის
დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.
რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის,
რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია,
რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი
სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-
გონებისაო.
ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ
დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა
გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა - მთელს ერს სომხისას შევწამოთ, რომელიც მარტო
ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის."