ეგრეა.
აზერბაიჯანის მხრიდან ამ ოპერაციასაც არანაირად არა აქვს არც შემთხვევითი ხასიათი და მით უმეტეს არც დიდი ომი იყო დაგეგმილი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ამხელა პაუზის მერე ჭირდება სამხედრო, ტერიტორიული სახის წარმატება. აი თუნდაც ის ორიოდე სოფელი.
ახლა უახლოესი ხუთუ წელი შეუძლიათ ამაზე ილაპარაკონ. იტყვიან, რომ აზერბაიჯანს ყველაფერი შეუძლია, უბრალოდ დიდი ომი არ უნდა და ამიტომ იკავებს თავს და ა.შ. მინიმუმ საკუთარი მოსახლეობა კმაყოფილი იქნება ამ ახსნით და სულაც ეკონომიკური კრიზისი რომ დაიწყოს აზერისტანში, ორი სოფლის დამბრუნებელ ილხამას გარკვეული ფორა ექნება.
ეს შიდა ბაზარი. ახლა გარეთა>
რუსეთის ძალიან თავშეკავებული რეაქცია და საერთოდ რამენაირი ნერვიულობის ნასახი რომ არ ეტყობა კრემლს, შეიძლება შემდეგ რამეზე მიუთითებდეს.
აქტიურად ვრცელდება ბოლო დროს ინფო, რომ თურქეთ-ამერიკა სომხეთს სთავაზობს ძალიან სერიოზულ გარანტიებს და დათმობებს იმის საფასურად, რომ თურანულ პროექტში ამერიკის მიერ კონტროლირებადი ხიდისთავის როლი შეასრულონ. სამაგიეროდ სამოცდაათმილიონიანი თურქეთი დიდი პრობლემების გარეშე დაუშვებს სომეხ ლტლვილთა შთამომავლების მიერ სომხური თემების ხელახალ შეწქმნას თურქეთის აღმოსავლეთში, მისცემს მათ კულტურულ სტატუსს და გადასცემს რელიგიურ ძეგლებს. შესთავაზებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, თავისუფალი გადაადგილებისა და მუშაობის თავისუფლებას, ბიზნესის წარმოების თავისუფლებას სომეხი მოქალაქეებისთვის და ა.შ.
თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც, თურანული პროექტის ფარგლებში, შეუძლია აზერბაიჯანი დამოუკიდებელი, ტერიტორიების დაბრუნების მოსურნე პოლიტიკური ერთეულოიდან, დამოკიდებულ სუპერვილაიეთად აქციოს (დეტალებში ნუ გამომეკიდებით, ვისაც სახელი არ მოგწონთ სხვა რამე დაარქვით) და სომხეთს მინიმუმ თავად ყარაბაღის მკვიდრად შეერთების, ან ფაქტობრივად ხელშეუხებლობიოს გარანტია მისცეს. ეს ახლა ძნელადაა წარმოსადგენი, მაგრამ თუ თურანული პროექტი წინ წაიგდეს, თურქული სამყარო იმდენს იგებს, რომ ჯიბეში ჩასმული სომხეთის ზომები მაგათ ფეხებზე ეკიდებათ. სომხებიც მრავალმხრივად ამოისუნთქავდნენ, პრაქტიკულად ოსმალეთის იმპერიაში რა დირკებიც ქონდათ ყველას აღიდგენენ ეკონომიური თვალსაზრისით და რაც მთავარია, იმ ძველი დროისგან განსხვავებით მათ პოლიტიკურ "დამოუკიდებლობას" და ტერიტორიაზე საკუთარი ჭკუით ცხოვრებას არავინ შეეხება.
ეს საუბრები და მოლაპარაკებები სინამდვილეში განუწყვეტლივ მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე ისეთი სურათი შეიძლება დაიხატოს, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს პატარა სამხედრო სადამსჯელო აქციაზე სანქცია მისცა და იმათაც არ დააყოვნეს.
ველი კითხვას აზერ. თურქეთის დამოკიდებულებებზე. თუ დაისვა ხომ კარგი, თუ არა და წერა მეზარება.
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღუიძებენ მხუმილნი მისნი.
ფს. 126