მგონი სომხებს ძაამ გაუჭირდებათ რუსეთმა ზურგი თუ შეაქცია..
აზერები ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ
http://rustavi2.com/ka/news/43487ყარაბაღში მიმდინარე მივლენებს ქართველი ექსპერტები აფასებენ. მათი თქმით, ეს სახიფათოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მთლიანად რეგიონისთვის.
ისინი არ გამორიცხავენ რაიმე პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რათა ქონდეთ მკაფიო გეგმა, აქტიურ კონტაქტზე იყვნენ საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს ინიციატივები იყოს შეთანხმებული მოკავშირეებთან
ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომლის შეფასებით, კარგად კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა დადებითად გამოიყენოს ეს თავისი ინტერესების განსახორციელებლად და პირველ რიგში, ეს არის რეგიონალური მშვიდობა.
ბათუ ქუთელიას თქმით, ნებისმიერი შეთავაზებაც, იგივე მედიატორის თუ საქართველოს შუამავლობით რაიმე პროცესის დაძვრას თან უნდა ახლდეს მრავალმხრივი დიპლომატია.
„ეს ომი თუ ვინმეს არ აწყობს, პირველ რიგში საქართველოს, რადგან აზერბაიჯანის და სომხეთის ფრონტის ხაზი გადის ყარაბაღზე და ჩვენი ფრონტის ხაზი თბილისზე, თბილისიდან რუსული ბაზა არის 40 კილომეტრში. ნუ ვიქნებით ილუზიებში და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ შესაძლოა აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს და ჩვენი რიგი დადგეს. ამის უფლებას აზერბაიჯანს არ მისცემენ, თუნდაც რუსები,“ - აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე.
http://rustavi2.com/ka/news/43508პ.ს ისე მართალს იძახიან..