ჯერჯერობით პრემიერად არა მგონია დასახელდეს - ძველი სისტემა ძალიან ძლიერია, ფაქტობრივად ყველა გასვრილია და დიდ მაშტაბებში;
ასეთი 'რადა' არ დაამტკიცებს. დაინიშნება არჩევნები. ამაზე დასავლეთი ჯერ თანახმა არ არის - ქაოსის დიდი რისკია რაც საბოლოოდ რევანშისტებს გაამარჯვებინებს (ხალხი სასოწარკვეთილია)
პარალელურად, მიშას ვესიც მატულობს.
საყვარელიძეს ასეთი ფორმით განთავისუფლება ძალიან დიდი სისულელე იყო და ამავე დროს ბევრ რამეზე მიუთითებს:
უკრაინაში პროკურატურა ყოველთვის იყო პრეზიდენტის ინსტრუმენტი, ამიტომ გააკეთა პოროშენკომ სასწრაფოდ განცხადება, რომ საყვარელიძეს მოხსნა ჩემთან არ იყო შეთანხმებულიო.
თუმცა ამან უფრო მეტი შეკითხვა დაბადა - ვინ მოხსნა მისი დანიშნული კადრი?!
მიშას თქმით, სანამ ამის გასარკვევად მივედი, თვითმფრინავით დამეთესა ამერიკაშიო...
თუმცა ამერიკაში ჩასულ პრეზიდენტს 'ნიუორკ ტაიმსში' გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი დახვდა, რომელმაც გაასწორა კრიტიკით მისი კორუფციული რეჟიმი და იქვე საყვარელიძეს საქმეზე მიუთითა
(საყვარელიძეზე ასეთი სწრაფი რეაგირება მართლაც გასაკვირი იყო - ეტყობა ტექსტი ოდესაში დაიწერა

'ყველა გზა იქ მიდის')
ამერიკიდან დაბრუნებულს კი დაემატა ეს საერთაშორისო სკანდალი (ბეგარის დამალვაზე).
პუტინს ვერც მიწვდებიან და არც სურთ, მაგრამ დღევანდელ სიტიაციაში, როდესაც დასავლეთში კატასტროფიულად გაიზარდა უკრაინის კორუფციული რეჟიმის კრიტიკა,
უკრაინის პრეზიდენტის სახელი პირდაპირ ცეცხლში გაეხვია.
6 აპრილს ჰოლანდიაში რეფერენდუმია და ამ დროს არწმუნე ევროპელები, რომ ფული უხადონ პოროშენკოს კორუფციასთან ბრძოლოს საქმეში.
გარდა ამისა დღეს უკრაინაში სახეზეა ძველი სისტემის 'მცოცავი' დაბრუნებაც, ყოველგვარი არჩევნების გარეშე.
ძველი სახეები ისევ ბრუნდებიან თანამდებობებზე.
მაგალითად დღეს ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატებიდან 29ს და მათ შორის ქალაქის მერსაც - რუსული პასპორტი უდევს ჯიბეში. (იანუკოვიჩის დროს 23ს)
ძველი პროკურორის დაბრუნებამ კი, საერთოდ ააღრინა ოდესელები და მოსწონთ თუ არა, მიშას ირგვლივ ერთიანდებიან
გუშინ საღამოთი შევიდა პრეზიდენტთან საქმის გასარკვევად.
დღეს გაირკვევა ალბათ ბევრი რამ.
დარჩება თუ არა პრეზიდენტის გუნდში?!
თუ დასავლეთმა მწვანე არ აუნთო, შიძლება დარჩეს.