#47481687 · 6 Apr 2016, 12:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Forumeli_X აი შენ ზუსტად მიხვედი იმ პრობლემაზე რაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში არსებობს. ეროვნული ინტერესი და ზოგადად ეროვნული ცნობიერება ერთის მხრივ ძალიან მარტივი და ყველასთვის ისედაც ცნობილი ჭეშმარიტებაა, თან, ამავე დროს ყველას მიერ უგულებელყოფილი, მივიწყებული და სალაპარაკოდ არაპოპულარული. დღევანდელ დღეს, ზოგადად, მიღებული და აქტუალურია ადამიანის და ხალხის უფლებებზე საუბარი, მაგალითად ამა თუ იმ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს აქვს რაღაცის უფლება და ხდება ამის პროპაგანდა, უტრირება და წინა პლანზე წამოწევა ყველანაირი საშუალებით. მაგრამ რეალაურად თუ შევხედავთ, საქართველოს მოქალაქეს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს აქვს მოვალეობები და ვალდებულებები, რაზეც ძალიან ცოტას ან საერთოდ არ ლაპარაკობენ. საერთოდ ადამიანი რომელი ქვეყნის მოქალაქედაც არ უნდა დაიბადოს ის არ იბადება თავისუფალი, მას უკვე როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეს აქვს ვალდებულებები. ზუსტად ისე როგორც ოჯახში. თითოეულ ჩვენგანს ხომ გვაქვს ვალდებულება ჩვენი ოჯახების წინაშე? მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ იმ ოჯახში გავჩნდით. რა თქმა უნდა ვალდებულებებთან ერთად გვაქვს უფლებებიც, მაგრამ უფლებებთან შედარებით მოვალეობების ჩამონათვალი ბევრად მეტია და უფლებების ქონა დიდწილად დამოკიდებულია მოვალეობის პირნათლად შესრულებასთან. იგივე ლოგიკა ვრცელდება როგორც ბიოლოგიურ ოჯახის წევრზე, ასევე არაბიოლოგიურ (ნაშვილები) ბავშვზეც. ის ფაქტი, რომ ბავშვი იზრდება ბიოლოგიურ ან არაბიოლოგიურ მშობლებთან არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მას ოჯახის წინაშე არსებულ ვალდებულებებისგან. ზუსტად ამ მარტივი მაგალითის მსგავსად მუშაობს ქვეყანაც. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო სხვა არაფერი არ არის გარდა ჩვენი ოჯახების ერთობლიობისა, რომლებიც ცხოვრობენ ქართულ მიწაზე. გამომდინარე აქედან, როგორც ჩვენს ოჯახებში გვაქვს უამრავი ვალდებულება, ასევე გვაქვს უამრავი ვალდებულება ჩვენი დიდი ოჯახის (საქართველოს) წინაშე. ზუსტად ამის გაცნობიერება არის ეროვნული იდეოლოგია, ინტერესი და პატრიოტიზმი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში იმის მაგივრად რომ ვიკამათოთ ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების ძიების საკითხებზე, ვკამათობთ ამ ელემენტარულ საკითხებზე, რაც ისედაც გააზრებული გაანალიზებული უნდა გვქონდეს.
|