დავბრუნდიიიიიიიიი!!!
თურქმადიდებლების არგუმენტები:
1. სომხები კავკასიელები არ არიან, მათი ადგილი აქ არ არის და ამიტომაც გულშემატკივრობენ აზერებს
დავიჯერო თურქ-სელჯუკ-აზერების ადრე არ იყვნენ სომხები ყარაბაღში?
2. სომხებს თურმე ყარაბაღი აქვთ ოკუპირებული და თურქმადიდებელი ქართველები აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ
ჯერ ერთი ფორუმზე მთელი ცხოვრებაა რუსებს/სტალინს აგინებენ აფხაზეთისა და ცხინვალისთვის ავტონომიური სტატუსის მიცემას, უკანონობად მიიჩნევენ შუა ქართლში ოსების რესპუბლიკას და ამ დროს ურცხვად, ორგულად ტაშის კვრით ხვდებიან იმ ფაქტს, რომ სტალინმა/რუსეთმა 1921 წელს ასი პროცენტით სომხებით დასახლებული ყარაბაღი ავტონომიის სტატუსით აზერბაიჯანის შემადგენლობაში შეიყვანეს და თურმე სომხებს უფლება არ აქვთ იმ მიწაზე, რომელიც ყარსისა და სხვა ხელშეკრულებებით აზერბაიჯანელებს ერგოთ, პრეტენზია განაცხადონ
მეორეც სომხეთს არ მოუხდენია ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაცია და სომხეთი კანონიერად არ ცნობს რუსებისა და სტალინის მიერ თურქ-აზერბაიჯანელებისათვის გადაცემულ მიწებს.
საქართველოს შეუძლია თურქებს უკანალში შეეტენოს, მართლაც ქართული კლარჯეთი და ჰერეთი გადაულოცოს მის ისტორიულ მეგობრებს, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ ხდება სომხების გამტყუნება იმაში, რომ მათ არ უნდათ სომხების ნების გარეშე გაჩუქებული მიწების სხვის საკუთრებად აღიარება?
3. თურმე სომხები გაეროს რეზოლუციებში სულ საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ხმას, ხოლო აზერბაიჯანი ყველანაირად მხარს უჭერს აფხაზეთში ქართველების დაბრუნებას
ბაქოს ქართველი დევნილები კი არ აინტერესებს და მათ გამო წუხს, მისი პოზიცია გაეროს რეზოლუციებში განპირობებულია საკუთარი სურვილებით. ანუ ყარაბაღის მიდამოებში აზერბაიჯანელების დაბრუნებით. ეს განაპირობებს აზერების პოზიციას გაეროში, რაც პირდაპირმნიშვნელოვანი არაა ქართველების სიყვარულისა.
სომხების ქცევაც იგივე რამეს ემსახურება. სომხები იმიტომ კი არ ''ეწინააღმდეგებიან'' აფხაზეთში ქართველების დაბრუნებას, რომ მათ ქართველები სძულთ, არამედ იმის შიშით, რომ იგივე არ მოუნდეთ აზერებს ყარაბაღში. სულ ესაა. ორივე სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ინტერესებით და არა ქართველების სიყვარულით ან სიძულვილით (აქვე აღვნიშნოთ რომ გაეროს რეზოლუციებს ისედაც არაფერი ფასი აქვთ)
4. თურმე სომხებმა ისტორიულად ყველაზე მეტი ავნეს საქართველოს და ამიტომაცაზერები ჯიგრები არიან.
მინიმუმ 2 000 წელია მეზობლად ცხოვრობენ ქართველები და სომხები. ისტორიაში ალბათ არ მოიძებნება ორი ერი სამეზობლოში, რომლებსაც ასე იშვიათად ჰქონიათ ომი ერთმანეთში. ტიგრანების დროიდან მოყოლებული დღემდე თითზე ჩამოსათვლელი იქნება ქართველებისა და სომხების შეიარაღებული კონფლიქტები.
და ამ დროს ადიდებენ თურქ-სელჯუკებს (რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან აზერები), რომლებმაც რამდენჯერ გადაუარ-გადმოუარეს საქართველოს ვინ მოსთვლის. შავ და თეთრ-ბატკნიანების თარეშები რაღა მოსატანია ან კიდევ აზერბაიჯანული სეფიანთა დინასტია ანაც ყიზილბაშები.
ამ ისტორიული გადმოსახედიდან რომ სომხებს ეძახი მტრებს და აზერ-თურქებს მოყვარეს, არ ვიცი, არ ვიცი

5. აფხაზეთში რა გვიქნეს
მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ დაიწყო ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაცია, რასაც მოჰყვა ბევრი სომეხისა თუ ოსის მხრიდან გვარის ქართულად გადაკეთება, რა გასაკვირია რომ აფხაზეთის სომხობა უკვე ანტი-ქართულად იყო განწყობილი? რაც მხედრიონმა სომხურ დასახლებებს უქნეს აფხაზეთში, ბაგრამიანში ასს სომეხს კი არ უნდა ებრძოლა, არამედ 300 000 სომეხი ამხედრებულიყო საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ არ ქნეს. არ შეიძლება ბაგრამიანების გამართლება, მაგრამ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია... როცა სამოქალაქო ომი იყო საქართველოში, როცა აფხაზეთის ომი იყო, როცა ცხინვალი იკარგებოდა, მაშინ 99% სომხებით დასახლებულ ჯავახეთს შეეძლო საქართველოსგან გამოყოფა, მაგრამ არაა სომხების უმრავლესობაში სეპარატიზმი და ანტი-ქართული განწყობილება. ერთეულები კი ყველგან არიან.
6. სომხეთი თურმე პრო-რუსულ პოლიტიკას ატარებს, რაც დეკემბერში ნატოში შემავალ საქართველოსთვის მიუღებელია.
სომხეთი ატარებს არა პრო-რუსულ, არა პრო-თურქულ, არა პრო-ამერიკულ, არამედ პრო-სომხურ პოლიტიკას. საქმე საქმეზე რომ მივიდეს და ბევრი ქართველის ოცნება ახდეს და ომი დაიწყოს ქართველებსა და სომხებს შორის, ამერიკაც კი სომხეთს დაუჭერს მხარს, იმდენად კარგი საგარეო პოლიტიკა აქვთ სომხებს და იმდენად ავადმყოფური და ანტი-ქართული იყო ნაცებისა და ოცნების ნაწილების პოლიტიკა.
7. სომხები მშიშრები არიან, ომი არ იციან
ეგრე ეგონათ აზერებსაც 20 წლის წინ, როცა 100 000-მა სომეხმა ყარაბაღიდან გაყარა 1 მილიონი აზერი. კი, სომხებს ეხმარებოდა რუსეთი, მაგრამ არც თურქეთი აკლებდა აზერბაიჯანს. დღესაც თუ საქმე ომამდე მივიდა, სომხეთი მოუგებს აზერბაიჯანს, იმიტომ რომ სომხები საკუთარ მიწაზე იბრძვიან და ასე რომ ებრძოლად 300 000 ქართველს აფხაზეთში და მათ დანარჩენი 3 მილიონი ქართველი მიხმარებოდა, ვერაფერს გახდებოდნენ 80 000 აფხაზი, 200 ბაგრამიანელი, 1000 ჩეჩენი და რუსების დახმარება.
ჭირი იქა, ქატო აქა - საკუთარ თავს მივხედოთ
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif