მინდა ერთი აზრი ჩამოვაყალიბო და თქვენი კრიტიკული ანალიზი მაინტერესებს
თუ განვიხილავთ ასეთ მოდელს:
ქვეყანაში აკრძალიულია კერძო საბანკო საქმიანობა, ლომბარდები, წვრილ-წვრილი საკრედიტო კომპანიები, აკრძალულია ასევე მევახშეობა და ფულის გაპროცენტება, ვალუტის კერძო გადაცვლა.
არსებობს მხოლოდ ერთი ბანკი, სახელმწიფო ბანკი, რომლის ფილიალების და ბანკომატების ქსელი მდებარეობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ეს სახელმწიფო ბანკი ასრულებს ყველა იმ ფუქნქციას რასაც ამჟამად ასრულებენ კერძო ბანკები. ასე მაგალითად: სახელმწიფო ბანკში საკუთარ ანგარიშს ხსნის ნებისმიერი კერძო კომპანია ან სახელმწიფო ორგანიზაცია, როგორც სახელფასოს ასევე სხვა მიზნებისთვის; ამ ბანკის მიერ მოწყობილია ვალუტის გაცვლის პუნქტები; ეს ბანკი გასცემს კრედიტებს ნებისმიერი დანიშნულებისთვის, მიკრო სესხებიდან დაწყებული მსხვილი სესხებით დამთავრებული და ასე შემდეგ.
პლიუსები:
1. სახელმწიფოს შეეძლება ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს (დაბალპროცენტიანი კრედიტით) კონკრეტული საქმიანობის ან ქალაქის (დაბის, რაიონის, რეგიონის) განვითარებას. (ყოველი დასახლებული პუნქტის ან საქმიანობისთვის სხვადახვა პროცენტის სესხის დაწესებით)
2. სახელმწიფო ბანკი არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ მაქსიმალურ მოგებაზე და კომერციული ბანკის მსგავსად არ გააღატაკებს კრედიტის მქონე მოსახლეობას, შესაბამისად მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაც აიწევს და მათ ხელში გამოთავისუფლებული თანხა სხვა სფეროსკენ იქნება მიმართული, რაც თავის მხრივ მათ სტიმულირებას გამოიწვევს.
3. საბანკო საქმიანობიდან შემოსული თანხმა მთლიანად შევა სახლემწიფო ბიუჯეტში და მოხმარდება ქვეყნის განვითარებას.
4. ამჟამად საბანკო სექტორში დასამქებული ადამიანები არ დარჩებიან უმუშევრები, ისინი პირდაპირ გადავლენ სახლემწიფო ბანკში, რომელსაც სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი კადრი დასჭირდება.
5. ბევრად ადვილი გახდება ეროვნული ვალუტის კურსის დარეგულირება;
6. ბიზნესი გახდება უფრო კონკურენტუნარიანი. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა კომპანია იქნება თანაბარ პირობებში და აღარ შეიქმენა ისეთი კომპანიები, როგორებსაც ახლა ქმნიან ბანკის მფლობელები, რომლებიც რა თქმა უნდა განსაკუთრებულ პირობებში აყენებენ მათ.
7. სახელმწიფოს ექნება ქვეყნის ეკონომიკის კონტროლის და სწორი მიმართულებით განვითარების ბევრად მეტი მექანიზმი.
და ასე შემდეგ ...
კორუფცია, ბიუროკრატების მიერ საკუთარი ან ახლობელ/ნათესავების ბიზნესების ჩუმად ხელშეწყობა, ნეპოტიზმი და მსგავსი შენიშვნები არ მიიღება. განვიხილოთ განყენებულად ამჟამინდელი მოდელიც და ჩემს მიერ ზემოთ მითითებული.
გამოუშვით