რაც შეეხება რეფერენდუმის ორგანიზატორებს:
- ფაქტობრივად ერთად გაერთიანდა ქვეყანაში არსებული ყველა ანტიევროპული ძალა: როგორც სოლიდური პარტიები (მაგ.სოციალისტები), ასევე პოპულისტ ექსტრემისტები;
მათი რისხვა სრულიად განსხავებული მოტივებით დიდი ხანია მიმართულია ბრიუსელის წინააღმდეგ.
ეს რეფერენდუმი ერთ-ერთ ინსტრუმენტად დაიხმარეს, ხოლო უკრაინა კი უბრალოდ 'პრიკუპში' მოყვა.
რაც შეეხება რეფერენდუმის შედეგის წონას:
- იურიდიულად ქვეყნის მთავრობას შეუძლია გვერდით გადადოს შედეგი და მაინც ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშ.უკრაინასთან (რაც უკვე გააკეთა ევრო გაერთიანების ყველა წევრმა)
რეალურად კი მმართველი კოალიცია აპირებს ამ შედეგის გათვალისწინებას და ეს ნათელი იყო დიდი ხანია.
როგორც კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინაზე რეფერენდუმი ჩატარდებოდა, ჰოლანდიის მთავრობამ (ევროპის ამჟამინდელი თავმჯდომარე)
სასწრაფოდ დაყო პაკეტი და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ცალკე გაიტანა.
ყველასათვის ცნობილი იყო წინასწარ, რომ ევრპაში არსებული პრობლემების ფონზე უარი დაიდებოდა ამ რეფერენდუმხე.
EPP-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას (post #47417311)ათიოდე წლის წინ ჰოლანდიის მთავრობამ ფეხებზე დაიკიდა რეფერენდუმის შედეგები და მაინც მხარი დაუჭირა ევროგაერთიანების ახალ კონსტიტუციას.
დღეს სიტუაცია სხვაა. (აღარ გავავრცობ, თუ რატომაა სხვა?!)
შედეგი გათვალისწინებული იქნება და ჰოლანდიის ხელმოწერა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
რაც შეეხება გამოსავალს:
- ცხადია რომ ბრიუსელი არ დაიხევს. შეეცდება კომპრომისზე წასვლას... უფრო სწორედ კი შეეცდება ამ კომპრომისის ილუზიის შექმნას;
შესაძლებელია გარკვეული შესწორება შევიდეს ხელშეკრულებაში, რომ დააკმაყოფილონ რეფერენდუმის ორგანიზატორების ნაწილი მაინც.
ნაკლებად მნიშვნელოვან აბზაცს წაშლიან/უმნიშვნელო წინადადებას დაამატებენ და ა.შ... თუმცა საეჭვოა, რომ ამან გაჭრას.
ერთადერთი რითაც შეიძლება ამომრჩეველი დააშოშმინონ ესაა წინადადების ჩამატება: ''უკრაინა არ გახდება ევროკავშირის'' წევრი.
(სწორედ ამ მიზეზით თქვა აბსოლიტურმა უმეტესობამ უარი: დღეს ასოცირება - ხვალე წევრობა)
ამას კი ბრიუსელი არ იზავს.
არ გაითვალისწინებს ამომრVევლის ხმას და კარგას იზავს

(იმჰო)