გია თევდორაძე: "ნაცმოძრაობა" არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოიგებს
ქუთაიის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" შესაძლოა, ისევ გია თევდორაძე იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას თევდორაზე "აიპრესთან" არ უარყოფს თუმცა, აცხადებს, რომ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.
მისივე განმარტებით, პარტია კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს მიიღებს და მაისიდან წინასაარჩევნო აქტიური კამპანია დაიწყება.
გია თევდორაძე, აქვე აღნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობა" შემოდგომაზე არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოიგებს.
"ჯერჯერობით რაიმე, კონკრეტული პოზიცია პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით არ აქვს. დაახლოებითი, მონახაზები არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებთ გაჟღერებისგან.
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი სიტყვის თქმის უფლება ექნება "ნაცმოძრაობის" ქუთაისის ადგილობრივ ორგანიზაციას. საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია. ჩვენ გვინდა, მალე იყოს ჩამოყალიბებული კანდიდატურების სია. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს უკვე ცნობილი გახდება სახელებიც და გვარებიც, რათა მაისიდან შევძლოთ სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება.
ამ წუთში არ შემიძლია, დავადასტურო ან უარვყო ინფორმაცია იმის შესახებ, ვიქნები, თუ არა მე კანდიდატი. თუმცა, რა თქმა უნდა ჩემი კანდიდატურაც განიხილება.
მე ვფიქრობ, რომ თუ კი არჩევნები ჩატარდება ნორმალურად და ჩვენ ვაწამროებთ ნორმალურ საარჩევნო კამპანიას, აუცილებლად მოვიგებთ არჩევნებს არა მარტო ქუთაისში, არამედ საქართველოშიც.
ორი ერთმანეთთან მოპაექრე ძალაა "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა". მოსახლეობას ამ ორ პარტიას შორის, არსებული რეალობიდან გამომდინარე არ გაუჭირდება არჩევნის გაკეთება",- განაცხადა თევდორაძემ "აიპრესთან" საუბრისას.
http://www.ipress.ge/new/28722-gia-tevdora...shtabit-moigebsთქვენ იცინეთ და