გიორგი კანდელაკი Check in Georgia-ს კორუფციულ სქემაზე საუბრობსერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს რომ ისთერნ ფრომოუშენს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი კულტურის მინისტრია, სახელმწიფო დაფინანსება საგრძნობლად გაეზარდა. კანდელაკი პროექტ Check in Georgia-ს კორუფციულ სქემაზე საუბრობს.
გიორგი კანდელაკი ასევე იმ სახელმწიფო მოხელეების და მათი ნათესავების გვარებსაც ასახელებს, რომლებიც ამ პროექტებით სარგებლობენ.
„მოგეხსენებათ წინა წლებში ქართული ოცნების და ოპოზიციის ქილიკის საგანი იყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვა. მაშინ, როცა ტურიზმი იზრდებოდა 40 პროცენტით, დღეს სტაგნაციას განიცდის ტურიზმი. პრობლემა კულტურული ღონისძიებების და კონცერტების გამართვა კი არ არის, პრობლემა არის ის, რომ როგორც ეხლა გამოჩნდა, ამ კულტურული ღონისძიებების ადმინისტრირებით ხეირობენ ის სახელმწიფო მოხელეები და მათი ნათესავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ღონისძიებების ჩატარებაზე“, - განაცხადა კანდელაკმა.
http://rustavi2.com/ka/news/44297
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo