სახელმძღვანელოში, რომელიც თქვენი თანაავტორობით გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „მამათმავლობა უკიდურესად გასაკიცხია“. რომელი დოგმებიდან გამომდინარე განმარტავთ ამ საკითხს?
მე გამოვდივარ რელიგიური დოგმატიდან. როგორც იურისტი, გამოვდივარ იქიდან, რომ ქმედების მართლწინააღმდეგობა საერთოდ კულტურის ნორმებს ემყარება, შესაბამისად, კულტურის ნორმა არის ამოსავალი წერტილი იმისათვის, რომ ჩვენ შევაფასოთ ქმედება, როგორც მართლსაწინააღმდეგო, როგორც მორალური ან ამორალური. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ახალ აღთქმაში რა წერია, რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანს თავისსავე სქესისკენ აქვს სწრაფვა და იქ მიხვდებით პასუხს. ანუ დღეს, ბოლო პერიოდში, შეიცვალა მიდგომა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიიჩნევენ, რომ ეს არ არის მორალური, რომ ადამიანმა რა ქნას, თუ ასეთი მიდრეკილება აქვს, რომ ეს ბიოლოგიურია, მაგრამ რელიგია მას აბსოლუტურად უარყოფს და მიიჩნევს, რომ 1,5%-ში შეიძლება ეს იყოს თანდაყოლილი რაღაც მიდრეკილება და 99%-ის შემთხვევაში ეს არის მერე შეძენილი. მე გამოვდივარ წმინდა წერილებიდან. ამ შემთხვევაში, ეს არ არის ჩემი მოსაზრება. როდესაც ეკითხებიან ქრისტეს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რას ნიშნავს რომ მამაკაცს მამაკაცისკენ აქვს მიდრეკილება, ქალს - ქალისკენ, ის ამბობს, რომ ეს არის ღვთის რისხვა მისთვის მისი ცოდვების გამო. მეც აქედან გამოვდივარ, ახალ რაღაცას ხომ არ შევქმნი? ჩემს კრიტერიუმს ხომ არ დავდებ საფუძვლად? პრიორიტეტი არის რელიგიური ხედვა ამ საკითხზე და არა კონკრეტული ადამიანების ხედვა, თუნდაც ეს იყოს ევროპაში და თანამდებობის პირებისა და მეცნიერების. ჩემთვის მთავარი ამოსავალია რელიგიური დოგმატები.
http://liberali.ge/articles/view/21772/mos...ba-gasakitskhiaრა უნდა ამ ქალს უზენაესს სასამართლოში? წავიდეს მონაზვნად აღიკვეცოს
ისე, ჩვენთან შტატებში ამ ქალბატონს სასამართლოთი აუკრძალავდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, რადგან ვნახე რაც თქვა სტუდენტებზე, ანუ დიფერენცირება მოახდინა ნაკლოვან, ანუ შესაძლო ჰომოსექსუალ და უნაკლო, ჰეტეროსექსუალ სტუდენტებს შორის
ამას ახლა თუ არ აქვს გათვითცნობიერებული, რომ თვითეოეული ადამინის პირრადი უფლებები ხელშეუვალია მისი სქესობრივი და ა.შ. ორიენტაციის მიუხედავად, ვიდრე კანონთან კონფლიქტში არ შევა, ვეჭვობ მერე , მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გააცნობიეროს