სტატისტიკა
გაეროს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ქალების 50%-მდე განიცდის სექსუალურ შევიწროვებას სამსახურში[1].
2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატების სპეციალურ უწყებაში (Equal Employment Opportunity Commission) სექსუალურ შევიწროვებაზე 12 025 საჩივარი შევიდა. აღნიშნული სტატისიკა 100%-ითაა გაზრდილი უკანასკნელ 5 წლის მანძილზე. ამ შემტყობინებიდან 15.4% კაცების მხრიდანაა წარმოდგენილი.
დეფინიცია
სექსუალური შევიწროვება ოფიციალური განსაზღვრებით[2] არის: არასასურველი და შეურაცხმყოფელი სექსუალური შეფერილობის ქცევა.
სექსუალური შევიწროვება ორი ფორმით ვლინდება:
1. Quid pro quo (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ) - როდესაც სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების სანაცვლოდ გთავაზობენ დაწინაურებას სამსახურში, გიზრდიან ხელფასს - ანუ, როდესაც სამსახურში რაიმე წინსვლას ადევს პირობა, მსხვერპლი დაეთანხმოს სექსუალურ შეთავაზებებს.
2. მტრული სამუშაო გარემო - როდესაც მსხვერპლისთვის იქმნება დამამცირებელი და აუტანელი სამუშაო გარემო.
სექსუალური შევიწროვების დროს სუბიექტის მხრიდან ხორციელდება:
ფიზიკური შევიწროვება: ფიზიკური ძალადობა, შეხება, არასასურველი სხეულებრივი სიახლოვე.
სიტყვიერი შევიწროვება: კომენტარები და კითხვები გარეგნობის შესახებ, ცხოვრების სტილზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, შემაწუხებელი სატელეფონო ზარები და გზავნილები.
არავერბალური შევიწროვება: სტვენა, სექსუალური შინაარსის მინიშნებები, სექსუალური შინაარსის მასალის გამოფენა და სხვა.
http://liberali.ge/blogs/view/5950/seqsual...mskhverpli-khar
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █