anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#47517732 · 10 Apr 2016, 14:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (anthropod @ 10 Apr 2016, 13:58 ) | QUOTE (dega @ 10 Apr 2016, 13:51 ) | experto Borati Rayleigh ქოცების ბრალია სამაჩაბლოს რომ რუსეთი აღიარებს??? და საერთოდ სამაჩაბლოს ამბები?? ნაცებს რომ გაემარჯვათ 2011 ში ისევ დღეს ცხინვალში ვიქნებოდით იქეთსოხუმში და ნატოს სამიტი 2018 ში ქუტაისში გაიმართებოდა?? |
მაკკეინის ინსტიტუტი ხომ იცით? ცოტა ხნის წინ, მისმა დირექტორმა გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური მემორანდუმი საქართველოზე განახლებული კონფრონტაცია საქართველოში http://www.cfr.org/georgia/renewed-confron...-georgia/p37662ძალიან დიდია - 13 გვერდია ამიტომ, მხოლოდ აშშ ინტერესებს, პრევენციას და რეკომენდაციებს გითარგმნით და ყურადღებით წაიკითხეთ, მაკკეინის მაინც ხომ გჯერათ? |
საპრევენციო ვარიანტები
ამერიკის შეერთებულ შტატებს ძლიერი ინტერესი აქვს განახლებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც ევროპელ მოკავშირეებს, რომლებთანაც მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს. რამდენიმე ნაბიჯი (რომელთაგანაც ზოგიერთი შეუთავსებელია), უნდა განხორციელდეს კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად: • ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის ნათელი/ფარული ვალდებულებების შემცირება რუსეთთან კონფლიქტში შესვლის თავიდან ასაცილებლად. ამ ვარიანტმა, შესაძლოა შეამციროს მოსკოვის მიერ აშშ-ს განზრახვების არასწორი წაკითხვა და აღქმული პროვოკაციები. ამ მიდგომის უარყოფითი მხარეები შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთს მიენიჭოს გამბედაობა დასავლეთის ნაწილზე გამოიყენოს ის, რასაც სისუსტედ აღიქვამს და შეატყობინოს მათ, რომ აშშ ევროპას ეთიშება და საქართველოს აგრძნობინოს, თითქოს მიატოვეს. • მკაფიოდ და მტკიცედ დაუჭიროს მხარი აშშ-მ უმაღლეს დონეზე. ეს, შესაძლოა მოხდეს პრეზიდენტ ობამას (მაგალითად, ვარშავის ნატოს სამიტის შემდეგ), ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენის და სხვა მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირების საქართველოში ვიზიტების მეშვეობით, რათა მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი გამოაგზავნონ და წაახალისონ ევროპელი კოლეგები მსგავსი ნაბიჯების გადადგმიდკენ. ამ მიდგომის უარყოფი მხარე არის ის, რომ მოსკოვმა შეიძლება წაიკითხოს ეს, როგორც პროვოკაცია და რუსეთის ინტერესების სფეროს პირდაპირი შეურაცხოფა. • მკაფიოდ გაუსვან ხაზი, რომ ნატოს კარი ღია რჩება და მაპის არშეთავაზება არ ნიშნავს 2008 წელს ბუქარესტში ნატოს კომუნიკეს უკან დახევას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან წევრები. ამ ვარიანტით, აშშ აუხსნის მოსკოვს, რომ საქართველოს მისწრაფება, გააღრმავოს კავშირები ნატოსა და ევროკავშირთან, რუსეთისთვის საფრთხე არ არის, თუმცა პუტინის ნულოვანი აზროვნება არ უშვებს შანსებს, რომ მსგავსი მიდგომა ეფექტური იქნება. უფრო მეტიც, რუსეთმა ეს შეიძლება პროვოკაციად ჩათვალოს და მიიღოს ზომები საქართველოს დაუცველობის ხაზგასასმელად და შეამციროს საქართველოს ალიანსში ოდესმე გაწევრიანების შანსები. • თბილისსა და მოსკოვში დიპლომატიური ჩარევის გაზრდა, საქართველო-რუსეთს შორის გამღიზიანებლებისა და დაძაბულობის შესამცირებლად. ეს შეიძლება გაკეთდეს ორმხრივად და მრავალმხრივად ნდობის აღმდგენი ღონისძიებების მეშვეობით, ისეთი ინსტიტუტების გამოყენებით, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). ეს მიდგომა გამოიყენებს არსებულ მექანიზმებს, რომლებიც დღემდე ძირითადად არაეფექტური გამოდგა. • რუსეთსა და საქართველოს შორის უფრო ფართო ვაჭრობისა და ინტერაქციის წახალისება რუსეთის სავაჭრო ბარიერების მოხსნისკენ მოწოდებით. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თქმით, ვაჭრობის საერთო მოცულობა საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება, თუმცა 2015 წელს მოცულობ თითქმის 9 პროცენტით შემცირდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 2015 წლის პირველი ცხა თვის განმავლობაში რუსეთთან ვაჭრობა მთლიანად შეადგენდა $530,3 მილიონს, ანუ საქართველოს საერთო საგარეო ვაჭრობის 7,3 პროცენტს. ამ ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო ვაჭრობის წახალისების გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ გააძლიერებს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას, რადგან პუტინმა ვაჭრობისა და ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებისთვის მზადყოფნა გამოაჩინა. • ნდობის აღმდგენი ღონისძიებები ოფიციალურ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. 2015 წელს, აფხაზები დაესწრნენ საფეხბურთო მატჩს პრობლემების გარეშე; მსგავსი ურთიერკავშირების ჩამოყალიბებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას. თუმცა, იგივეს გამეორება სამხრეთ ოსებთან უფრო რთული იქნება და სავარაუდოდ, ეს რეგიონი პრობლემების წყაროა. • საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერება რუსეთის ძლიერი გავლენის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს ენერგო რესურსების პოტენციალის განვითარების ძალისხმევის მხარდაჭერა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ვაჭრობას იყენებს, როგორც სადამსჯელო ღონისძიებას საქართველოს წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს საქართველოს შედარებით დაბალი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. თუმცა, რუსეთმა ეკონომიკურად და ენერგეტიკულად ნაკლებად დამოკიდებული საქართველო უფრო ძლიერი ეკონომიკით, შესაძლოა დაინახოს როგორც განხეთქილების საფრთხე, რომელიც უნდა შეაჩეროს. • რუსეთის ოპორტუნიზმისა და აგრესიის შეკავების გაძლიერება, უფრო მჭიდრო ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების მეშვეობით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თანახმად, რაც მოიცავს შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას საქართველოს ტერიტორიული დაცვისთვის და აქ გამავალი მილსადენის უსაფრთხოების გაზრდას, ასევე მეტ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. ეს ასევე მოიცავს 2008 წლის სადემარკაციო ხაზის უფრო ახლო მონიტორინგს კამერებისა და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით. ეს მიდგომა სარისკო იქნება, თუ მოსკოვი აღიქვამს როგორც პროვოკაციას და გამოიწვევეს წინმსწრებ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან. • საქართველოს მმართველ პირებთან აქტიური მუშაობა, რათა თავიდან აიცილონ შიდა პოლიტიკური ბრძოლები და მოუწოდონ ყველა მხარეს, რომ დაიცვან დემოკრატიული პრინციპები, სათანადო სამართლებრივი პროცედურა და თავისუფალი არჩევნები. 2012-2013 წლებში, საქართველომ ძალაუფლების მშვიდობიანად შეცვლა მოახერხა და ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ მოიქცნენ მომავალში.
შემამსუბუქებელი ვარიანტები აპირებდა თუ არა რუსეთი კვლავ საქართველოში შეჭრას ან მის კიდევ უფრო დაშინებას, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია რამდენიმე შემამსუბუქებელი ვარიანტი განახორციელოს, რომელთაგან თითოეული მჭიდროდ კოორდინირებული უნდა იყოს ევროკავშირთან: • პრინციპული პროტესტი, მაგრამ დე ფაქტო მიღება რუსეთის ქმედებებისა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ვარიანტები შეიძლება იყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციების ანალოგიური, მაგრამ არანაირი სამხედრო პასუხი აშშ-სგან. სარისკოა, რომ მსგავსმა პასუხმა გამოიწვიოს რუსეთის ამბიციების გაზრდა ჩახშობის ნაცვლად. • დეესკალაციაზე შეთანხმება ან ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, ევროკავშირის ან გაეროს მხარდაჭერით, ან ეუთოს ძალისხმევით, რათა მივიდნენ ცეცლის შეწყვეტამდე და აღადგინონ მანამდე არსებული სიტუაცია. ამ ვარიანტის პრობლემა არის ზარალი, რომლის მიყენებაც შეიძლება იმ დროში, სანამ შეთანხმება მიიღწევა მსგავსი შუამავალი ძალისხმევებით. • იძულებითი დეესკალაცია, რომელიც მოიცავს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და/ან სამხედრო საფრთხეს რუსეთის უკან დასახევად. ამას შეიძლება მოჰყვეს შავ ზღვაში გემების განთავსება და საქართველოს გარეთ განთავსებული ქართველი ჯარისკაცების უკან დაბრუნება აშშ-ს სამხედრო ავიაციით. ეს ნაბიჯები გადაიდგა 2008 წლის ომში და ბრძოლის დასრულებას ხელი შეუწყო. ამ ვარიანტის რისკი, რა თქმა უნდა, არის რუსეთის ესკალაცია და უფრო დიდი ომი. • ჯილდოსა და სასჯელის კომბინაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შუამავლობას კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებული ახალი სანქციებით. ჩინეთს, შესაძლოა ჰქონდეს საშუალება, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთთან და საქართველოსთან; ბოლოს და ბოლოს, ჩინეთი მესამე უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორია საქართველოში და აქვს წესიერი კავშირები მოსკოვთან. თუმცა, შესაძლოა, ჩინეთს არ სურდეს მსგავსი როლის თამაში.
რეკომენდაციები ზოგიერთი დაიწყებს მტკიცებას, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე ძალიან დაძაბული იმისთვის, რომ პრობლემათა ჩამონათვალში საქართველოც დაემატოს. აშშ-ს სჭირდება რუსეთის დახმარება სირიაში კრიზისის მოსაგვარებლად და საქართველომ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ ძალისხმევას. უფრო მეტიც, ისინი განაცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრს ვერაფერს მოიმოქმედებს, თუ მოსკოვი გადაწვეტს საქართველოში ან მის წინააღმდეგ სამხედროს გამოყენებას.
მაგრამ რუსეთის წარუმატებლობა, შეესრულებინა მინსკის უკრაინაში ცეცლხის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და სირიაში ბაშარ ასადთან დაპირისპირებული ძალების განურჩეველი დაბომბვა, რამაც გამოიწვია ლტოლვილთა ნაკადის ევროპაში გადასვლა, აფერმკრთალებს არგუმენტებს მოსკოვის სადმე გამოდგომაზე. გარდა ამისა, საქართველოს ინტერესებისა და მისწრაფებების გაწირვა, რომ არაფერი ვთქვათ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რუსეთთან სხვა საკითხებში(მათ შორის უკრაინისა და სირიის საკითხებში) გამარჯვების მცდელობას, აქვს მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეები და რუსეთთან მუდმივად რთული ურთიერთობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია მარცხი. ბოლოს და ბოლოს, აშშ-ს ინტერესებშია, განაგრძოს როგორც საქართველოსი, ისევე რუსეთის სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა. ამით, შეანარჩუნებინებს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განამტკიცებს მათ მცდელობას, განვითარდნენ დემოკრატიულ, ბაზარზე ორიენტირებულ საზოგადოებებად, რომლებიც უფრო ინტეგრირებულნი იქნებიან ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში. პუტინი ახდენს სისუსტისა და არამდგრადობის ექსპლუატაციას; მას ესმის და პატივს სცემს ძალას და სწორედ ეს სახე უნდა დაანახოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის 2016 წელს განახლებულ დაპირისპირებაზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სირიაში სამხედრო მოქმედებების თაობაზე, სავარაუდოდ, ობამას ადმინისტრაციასაც და ამერიკის მომავალ პრეზიდენტსაც უფრო მკაცრი რეაქცია ექნებათ. საერთო ატმოსფერო განსხვავებული იქნება და უარესი - ვიდრე ეს იყო 2009 წელს, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ წინადადება წამოაყენა მოსკოვთან ურთიერთობის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან თვეების შემდეგ. ნატოს წევრების მსგავსად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც სარგებლობენ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიებით, რომლის მიხედვითაც თავდასხმა ერთ მოკავშირეზე ითვლება ყველაზე თავდასხმად. თუმცა, საქართველო, რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნების მსგავსია, მაგრამ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი, სახიფათო ნაცრისფერ ზონაში იმყოფება; ის მიისწრაფვის ნატოში გაერთიანებისკენ, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა, რომ ის გახდებოდა წევრი, მაგრამ მიმდინარე პერიოდში მას არ აქვს მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიები და აგრეთვე წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ზეწოლას, შეურეთდეს მოსკოვის მიერ მართულ კოალიციას. საქართველო რჩება არაპროგნოზირებადი პუტინისა და რუსული საფრთხის სხვადასხვა ფორმის წინაშე მე-5 მუხლის გარანტიების გარეშე, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნები მოვლენ დასახმარებლად დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში. მსგავსად უკრაინისა, რომლის შესახებაც ნატომ გამოაცხადა, რომ წევრი გახდება, საქართველო საწყის ეტაპზე უფრო მოწყვლადია რუსეთის ზეწოლისა და აგრესიის მიმართ. და მაინც, აშშ და მისი ნატოს მოკავშირეები ვერ დარჩებიან ინდიფერენტულნი იმ მონდომებული ქვეყნების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ მე-5 მუხლის გარანტიები; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიანდობენ რუსეთის ინტერესების სფეროს და მოსკოვს აჩუქებენ დე-ფაქტო ვეტოს. ამდენად, რისკების შესასუსტებლად და რუსეთსა და საქართველოს შორის განახლებული საომარი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, აშშ-მ შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს: • განახლდეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილი მონაწილეობით სახელმწიფო მდივნის მოადგილის დონეზე და ზემოთ (როგორც გაკეთდა უკანასკნელი შეხვედრის დროს, 2015 წლის ნოემბერში). ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიჩინოს მეტი ინტერესი და კავშირი საქართველოსთან აშშ-ს მთავრობის უმაღლეს დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვის ჩათვლის, რომ აშშ ყურადღებას არ აქცევს და შეუძლია უფრო აგრესიულად იმოქმედოს. • იმუშაოს ნატოსთან საქართველოში ყოფნის გასაზრდელად. ამ მიმართულებით კარგი ნაბიჯია ნატოს სამწვრთნელო ცენტრის გახსნა 2015 წლის ზაფხულში. აშშ-მ აგრეთვე უნდა გააძლიეროს სამხედო დახმარება საქართველოში, განსაკუთრებით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ტერიტორიული თავდაცვისთვის. ასევე, უნდა გაზარდოს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. აგრეთვე იმ ნავთობსადენების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოს კვეთს. მოკავშირეებთან ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეაჩეროს რუსეთის ძალისხმევა, შეცვალოს სადემარკაციო ხაზი, რომელსაც საქართველო უწოდებს „მცოცავ ანექსიას“. • მოკავშირეებთან ერთად, მოითხოვოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვს პუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელება, მათ შორის რუსული ძალების 2008 წლის პრე-აგვისტოს პოზიციებზე დახევას. რუსეთის მიერ ამ შეთანხმების შეუსრულებლობამ საქართველო კიდევ უფრო მოწყვლადი დატოვა დიდი მეზობელი ქვეყნის ზეწოლის წინაშე. • 2016 წლის ივნისში ნატოს ვარშავის სამიტზე კვლავ აღნიშნეს, რომ ნატოს კარი ღია რჩება ქვეყნებისთვის, რომლებიც იზღუდებიან, და ხაზი გაუსვეს, რომ ტერიტორიულმა დავამ არც ერთი ქვეყნის კანდიდატურა არ უნდა გამორიცხოს (სხვაგვარი მოქმედება, გულისხმობს რუსეთის ვეტოს საქართველოს მისწრაფებებზე). ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოს უნდა უბიძგოს, მოახდინოს 2008 წლის ნატოს კომუნიკეში საქართველოს (და უკრაინის) ვალდებულების შესრულების პროგრესის დემონსტრირება, რაც საქართველოს წევრობას გაუხსნის გზას, თუ თბილისი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. ხელისუფლებამ, აგრეთვე ნათელი უნდა გახადოს, რომ მაპი არ არის აუცილებელი ნაბიჯი სრული წევრობის მისაღებად. • ნათელი გახადოს მოსკოვისთვის, რომ არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და/ან აფხაზეთის ანექსიას და ხაზი გაუსვას, რომ ორივე საქართველოს ნაწილია. მოსკოვმა უნდა გაიგოს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ანექსიისკენ გამოიწვევს ახალ სანქციებს, მათ შორის მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო კომუნიკაციის საზოგადოების საბანკო სისტემიდან შესაძლო გამორიცხვას და უფრო მეტ მიზნობრივ სანქციებს უმაღლეს დონეზე ოფიციალური პირების, მათ შორის თავად პუტინის წინააღმდეგ. • კომერციული მხარდაჭერა ცდილობს, გაზარდოს საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი, რათა გააძლიეროს მისი ეკონომიკა და განამტკიცოს რუსეთის ენერგორესურსების იმპორტისგან დამოუკიდებლობა. აშშ-მ ხელი უნდა შეუწყოს უფრო მეტ ვაჭრობასა და ინვესტიციას თავისი ვაჭრობის ხელშემწყობი სააგენტოების გამოყენებით. • უბიძგოს ევროკავშირს, შექმნას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის ივნისში, ნამდვილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის უფრო მეტ ინვესტიციასა და ვაჭრობას საქართველოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე უნდა წამოიწყოს თბილისსა და ვაშინგტონს შორის მსგავსი შეთანხმების განხილვა. • უზრუნველყონ, რომ საქართველო თავიდან აირიდებს პოლიტიკური პოლარიზაციის საფრთხეს და დარჩება დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. აშშ-მ ხაზი უნდა გაუსვას სამართლიანობის მნიშვნელობას და უზრუნველყოს სასამართლო პროცესის პოლიტიზირების დასრულება, ძლიერი და დამოუკიდებელი მედიისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით.
ეს მემორანდუმი, ცალკე თემას და ყურადღებით განხილვასაც იმსახურებს
მინდოდა გამებოლდებინა მთავარი მომენტები, რატომღაც არ იმუშავა ჩემთან, გაგიადვილებდით წაკითხვას, მაგრამ მთლიან ტექსტს აბოლდებს და არა მხოლოდ მონიშნულს....
This post has been edited by anthropod on 10 Apr 2016, 14:37
|