დღევანდელი რუსეთი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე.
ეს ოფიციალურად და არა ქუხნაზე და ფორუმზე ენების ფხანის დონეზე.
ცხრა აპრილს რაც შეეხება, ამ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს - მიტინგის გაჟლეტვა 1989 წელს და დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს. ორი ეს თარიღი ცალ-ცალკეც და ერთადაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ამ დღეს რუსეთში არ იმღერო.
დარწმუნებული ვარ, მგზავრების ასკაციანი კოლექტივიდან 70 მაინც წინააღმდეგი იყო კონცერტის ჩატარების და დღემდე შინაგანი დისკომფორტი აქვს. საბოლოოდ ყვეაფერი ისევ ქართულმა მიდგომამ გადაწყვიტა, "იწიკვინონ კაცო, მაგათი კარგიც მოვდღან! ვინ რა უნდა გვითხრას?!"
ეს კი იმის ბრალია, რომ ხალხი ყველაფერს პუბლიკაზე აკეთებს, თორემ შინაგანი პროტესტი როდესაც ძლიერია, იქ ასეთი ცირკაჩობები წინასწარვე გამორიცხულია