ძალიან ვიწროდ აზროვნებაა "პრორაღაცა" კურსები. . . .
მითუმეტეს პირველივე პოსტშივე აღვნიშნე რომ "პროჩინური" კურსი ეგეთი რამ არ არსებობს. . . .
არსებობს შესაძლებლობა განავითარო ურთიერთობა აღმოსავლეთთან და იქცე უფრო დიდ რამედ, ვიდრე ევროპის (იქაც ან მიგიღებენ ან არა) პერიფერიობაა.
და ამ შესაძლებლობების არგამოყენება არის საშინელი შეცდომა ჩვენს ქვეყანაში.
პრეზიდენტს რომ გაუშვებ იაპონიაში იმპერატორთან შესახვედრად და ჩამოსვლისას იმას რომ გახარებს "გურუჯია" აღარ გვქვია "ჯეოოჯჲა" გვქვიაო, მეტს რომ ვერაფერს გააკეთებს, სულ წკეპლით არის საცემი, ტაკოზე.
პროის, პროეს. . . .
ცოტა ფართოდ იაზროვნეთ ხალხო.
ისტორიას გადახედეთ.
დამდიდრდნენ ქვეყნები ჯერ ვაჭრობით და მერე აღმოსავლეთთან ვაჭრობით და დაჭამეს ერთმანეთი ინგლისმა, ჰოლანდიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა მაგის გამო.
ჩვენ კიდევ ჩინეთში ელჩად ნალეიბორისტალი უტვინო ბეგაშვილი გვყავდა და იაპონიაში ელჩად მაჭავარიანის უტვინო ძმა. . . .
ჯერ მარტო მანდედან ჩანს როგორ "ჭ" კლასის ქვეყნებად უყურებენ, მაგ ქვეყნებს ჩვენი "პოლიტიკოსები". . . . . .
რის "პრო" და "პრა" აგიტყდათ?
ნახევარი მსოფლიო გყავს აზიაში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული იაპონია და ერთერთი ყველაზე განვითარებადი ჩინეთი, რომელიც მალე დაეწევა იაპონიას. . . .
+ სამხრეთ კორეა და ირანი. . . .
100 კაცი არ გყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ შეკრიბო, იაპონურის და ჩინურის მცოდნე, და 2 წიგნი არ გაქვს ნათარგმნი ჩინური ლიტერატურიდან.
ვაჭრობა ჩინეთიდან ამანათების ჩამოტანას ვერ გასცდა.
და იაპონიიდან ნახმარი მანქანების ჩამოტანას.
და რომ გკითხოთ, კავკასიის რეგიონში ყველაზე კულტურულ და განვითარებულ ქვეყნად ყოფნა გინდათ.
ბიპიმ ერთი ტრუბა რაღაც გაიყვანა და დღემდე ეგ გგონიათ საქმე.
მერე სხედან ჩვენი "პოლიტიკოსები" და იბოლებიან "აი, ევროპაში რომ შევალთ. . . . "
ჯერ ან შეხვალ ან ვერა და მერე რომ შეხვალ, რას გააკეთებ რო?