ეს იმდენად უსიცოცხლო ტიპია, დამოუკიდებლად ვერავის შეებრძოლება, ივანიშვილის დავალებას
ასრულებს, სიას "ახალისებს" ბიძინას სურვილების გათვალისწინებით.
მიხეილ დუნდუა და ლექვინაძე ოცნების დიდი შენაძენია. ეკონომიკას მთლად მოუღებენ ბოლოს.
რიმა ბერიძე და ბექა ნაცვლიშვილი. ნუ, რიმაზე ბევრი დაიწერა უკვე. ბექამ 2012-ის წინასაარჩევნო პერიოდში
იმდენი "იექსპერტა," საკრებულოში მოადინა ტყაპანი. ამჟამად, ნებისმიერ თოქშოუში კბილებით იცავს ოცნებას, ჰოდა
სიაშიც ადგილი გარანტირებული აქვს.
უძილაურზე და მის პასკვილებზე ზემოთ უკვე დაწერეს.
ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია - იფ, იფ, იფ!
თამარ ტალიაშვილიც კარგად ეფარება ამბრაზურას.
არჩილ თალაკვაძე ყვარყვარეს ყველაზე მაგარ ახალგაზრდა ჩინოვნიკად მიაჩნია. დაუჯერეთ!
ჩუგოშვილი ამ სიიდან ყველაზე საყურადღებო ფიგურაა, მაგრამ ამ "სასტავში" ჩაიკარგება.
ისე, ძველი სახეები რომ დატოვონ სიაში, ეგებ აჯობოს კიდეც.
შეჩვეულები მაინც ვართ!
vita brevis...