http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...ul-ocnebas.htmlNDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20% ''ნაციონალურ მოძრაობას'' ხმას არასდროს მისცემდა, 19% - ''ქართულ ოცნებას”
11:50 13-04-2016
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20% ''ნაციონალურ მოძრაობას'' ხმას არასდროს მისცემდა, 19% - ''ქართულ ოცნებას” NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ''ნაციონალურ მოძრაობას''ხმას არასოდეს მისცემდა. კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს, გამოკითხულთა 20% ''ნაციონალურ მოძრაობას'' ასახელებს, 19%- ''ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს'', 4%- ''ლეიბორისტულ პარტიას'', 4%- ''გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას'', 25% აცხადებს, რომ არ იცის რომელ პარტიას არ მისცემს ხმას არასოდეს, 10 % ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს. 9%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...tardebodes.htmlგამოკითხულთა 38%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს
11:43 13-04-2016
გამოკითხულთა 38%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.
გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, 6 % არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.
გამოკითხულთა 6 % აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ხმას, ”თავისუფალ დემოკრატებს” მისცემდა, 4 %- ”ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო ”პატრიოტთა ალიანსს” – 3%.
გამოკითხულთა 3 % კითხვაზე პასუხად სხვა პარტიებს ასახელებს, რომლებს შორისაც იგულისხმება ”ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიცია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ახალი მემარჯვენეები”, ”გირჩი” და ”საქართველოს გზა”.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...asakhelebs.htmlNDI-ის გამოკითხულთა 31%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნებში ”ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, 11% ”ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს
11:31 13-04-2016
NDI-ის გამოკითხულთა 31%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნებში ”ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, 11% ”ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება”, ხოლო 11 % - ”ნაციონალური მოძრაობა”.
კითხვაზე პასუხი არ იცის 43 %-მა, 5% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია, 4 % მიიჩნევს, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” გაიმარჯვებდა, პასუხად სხვას აცხადებს გამოკითხულთა 5 %, აღნიშნულ პასუხში კი მოიაზრებიან პარტიები - ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”გირჩი”, ”საქართველოს გზა” და ”ახალი მემარჯვენეები”.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...r-mostsons.htmlNDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4%-ს ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს
11:46 13-04-2016
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4%-ს ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4%-ს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.
* * *
მიხედეთ რა პარალელურ თემებს
გამოკითხულთა 15% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა,პატივისცემით ტერორისტი
შევარდენი1906 This post has been edited by qutaiseli teroristi on 13 Apr 2016, 12:15