pekineli
შოპენომანი

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21085
წევრი No.: 54277
რეგისტრ.: 24-February 08
|
#47537080 · 12 Apr 2016, 16:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vato3 სრული ქაჯები. გულისამრევვია უკვე.
ქრდები ყოველთვის ქურდები იყვნენ. ნაქურდალია ეგ ანბანიც.
აჰა გაეცანით. მაგ დიდცხვირა ჯოჯოებს კი გადაეცით რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი!
Tariel Putkaradze Research & Information website საწყისი გვერდი PDF დოკუმენტი
2.2. უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები
2.2.1. ეპიგრაფიკული ძეგლები. ქართველი ერის ისტორიაში გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება უძველეს წერილობითს ძეგლებს - ქართველთა დიდი მწიგნობრული კულტურის ამსახველ დოკუმენ-ტებს. ბ ო ლ ნ ი ს ი ს წარწერები. XX საუკუნის 50-იან წლებამდე პირველ ქართულ წარწერად მიჩნეული იყო ბოლნისის სიონის ტაძ-რის წარწერები, რომელთაგან ერთ-ერთი ა. შანიძემ დაათარიღა 492-493 წლებით. ეს წარწერები ქრონოლოგიური ასპექტით მოგ-ვიანებით კვლავ შემოწმდა სპეციალისტების მიერ და დაწერის თარიღიც დაზუსტდა; კერძოდ: ე. მაჭავარიანი, მ. მღებრიშვილი მათ 478-493 წლებით ათარიღებენ, რ.პატარიძე კი მიიჩნევს, რომ ერთი წარწერა შესრულებულია 357 წელს, მეორე - 392 წელს (ეს და სხვა უძველესი წარწერები იხ. დანართში). პ ა ლ ე ს ტ ი ნ ი ს წარწერები. 1950-1952 წლებში იტალიელი არქეოლოგის - ვირჯილიო კორბოს მიერ ჩატარებული გათხრების დროს პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოჩნდა ქართული მონასტრის ნანგრევები სამი ქართული წარ-წერით. ერთი მათგანი მოღწეულია დაუზიანებლად, მეორე და მესამე კი - ფრაგმენტების სახით. მკვლევართა აზრით, პირველი წარწერა თარიღდება 532-552 წლებით, მეორე და მესამე გაცილებით ადრინდელია და შესრულე-ბული უნდა იყოს V საუკუნის I ნახევარში, დაახლ. 440-იან წლებში (ე. მაჭავარიანის მიხედვით - 433 წელს). დ ა ვ ა თ ი ს ქვაჯვრის წარწერები. 1984 წელს დუშეთის რაიონის სოფელ დავათში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. აღ-მოჩნდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ჩაშენებული ქვა-სტელა/ქვაჯვარი უძველესი ქართული წარწერებით. ვარაუდობენ, რომ ეკლესია აშენებული უნდა იყოს არაუგვიანეს 419 წლისა. და-ვათის ქვაჯვარი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მას იკვლევდნენ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები (ის-ტორიკოსები, თეოლოგები, არქეოლოგები, მათემატიკოსები, ენათ-მეცნიერები...). სტელა შედგება ორი მონაკვეთისაგან: პირველზე (ზედა ნაწილზე) გამოსახულია ორი მთავარანგელოზი: მიქაელი (აწერია ქარაგმით) და გაბრიელი. დიდებულთა საკადრის სამოსში საზეიმოდ გამოწყობილ მთავარანგელოზებს ხელთ უპყრიათ გრაგნილი, რო-მელზედაც ამოკაწრულია ქართული ასომთავრული ანბანი. ასოები განლაგებულია 6 სტრიქონად. ქვედა მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი პიროვნება - ორი ხელისუფალი. რაკი მთავარანგელოზები ფრთებდაშვებულნი არიან, ჩანს, ისინი ქვემოთ გამოსახულ პიროვნებებს აუწყებენ ღვთის ნებას (ღვთის გადაწყვეტილებას). დავათის სტელაზე ძირითადად დასტურდება ორი თარიღი - 284 და 311. აქედან პირველი (ძვ. წ. 284) ფარნავაზის მიერ ოფი-ციალური სახელმწიფო დამწერლობის შემოღების წელი უნდა იყოს, მეორე (ახ. წ. 311) კი - ქართული დამწერლობის აღორძინებისა. დავათის სტელაზე ამოკაწრული ანბანი მიაჩნიათ 367 წელს შესრულებულად, ხოლო მთლიანად ქვაჯვრის გამოსახულებას ათარიღებენ 362-381 წლებით. დავათის სტელაზე ქართული ასომთავრული ანბანის სრულყო-ფილ კორპუსთან ერთად გამოქანდაკებულია ქართული მწიგნო-ბრობის აღორძინების თავისებური სცენა. ქვაჯვრის მიზანი უნდა იყოს ქართული მწიგნობრობისა და წიგნის მთლიანად ჩაყენება ქრისტიანული ეკლესიისა და ქვეყნის სამსახურში. რ. პატარიძის აზრით, დავათის ქვაჯვრის ხატი და "ქება~ და დიდება~ ქართულისა ენისა~" იგივეობრივი შინაარსის ძეგლებია. ორივე მათგანით ირკვევა, რომ ქართული წელთაღრიცხვა თავის დასაბამს იღებს ფარნავაზ მეფის მიერ ქართული მწიგნობრობის შე-მოღების დროიდან. ნ ე კ რ ე ს ი ს წარწერები. ნეკრესის ნაქალაქარი მდებარეობს ყვარლიდან 8 კმ-ის დაშორებით, მთიანი კავკასიონისა და ალაზნის ველის შესაყარზე. ნეკრესი წარმოადგენდა ისტორიული ჰერეთისა და შემდგომ - კახეთის ერთ-ერთ საყურადღებო პოლიტიკურ, ეკო-ნომიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცენტრს. 1984 წლიდან ნეკრესში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ლ. ჭილაშვილის ხელმძღვანელობით. მეოთხედი საუკუნის მანძილზე წარმოებული გათხრების შედეგად აქ გამოიკვეთა სრულიად განსხვავებული დანიშნულებისა და ხასიათის ნაგებობათა შემცველი სამი ფენა: პირველი - ქვედა ფენა უნდა ყოფილიყო კერპთმსახურებისდრო-ინდელი სამლოცველო-სამსხვერპლო კრემაციული სამარხებით. ეს ფენა შეიძლება დათარიღდეს ძვ. წ. IV-II საუკუნეებით. მეორე ფენა მაზდეანთა სამლოცველოა, ფარავს საკერპო-სამსხვერპლოს. სპეციალისტთა აზრით, დაახლ. ძვ. წ. II საუკუნეში (როცა დაარსდა ქ. ნეკრესი) აგებული მაზდეანთა დიდებული ტა-ძარი და სამლოცველო ფუნქციონირებდა ახ. წ. II-III საუკენეებამდე (ამ ფენას მიეკუთვნება მაზდეანთა საფლავების წარწერიანი ქვების უმეტესობა). მესამე - ზედა ფენა შედარებით გვიანდელია, ადრექრისტიანული ხანისა, დაახლ. ახ. წ. IV-V საუკუნეებისა. დღეს იგი წარმოდგენილია სამეურნეო ნაგებობის - მარნისა და დარღვეული სამარხების სახით. საგულისხმოა, რომ სწორედ ზედა ფენის სასახლე-დარბაზების სამშენებლო მასალად ყოფილა გამოყენებული წარწერიანი ქვები (მაზდეანთა საფლავის ქვები). მათზე ამოკაწრული ასო-ნიშნები დღეს ჩვენში ნეკრესის წარწერების სახელითაა ცნობილი. ნაქალაქარის გათხრები გრძელდება, თუმცა მოპოვებული მა-სალების მიხედვითაც უკვე შესაძლებელი გახდა გარკვეული დასკვნე-ბის გამოტანა. მაგალითად, ლ. ჭილაშვილის დაკვირვებით, ნეკრესის წარწერები შესრულებული ჩანს სხვადასხვა დროს, დაახლ. ძვ. წ. IV - ახ. წ. III საუკუნეებში. VI-VII საუკუნეებშია შექმნილი მცხეთის ჯვრის, უკანგორის, სა-ჰაკდუხტის, წყისის წარწერები.
2.2.2. ხელნაწერი ტექსტები. უძველესი ქართული ხელნაწერი ტექსტები იყოფა სამ ჯგუფად: ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი. ეს დაყოფა ემყარება II სუბიექტურ და III ირიბობიექტურ პირთა ნიშ-ნების სხვაობას. ხ ა ნ მ ე ტ ი ტექსტები ეწოდება ისეთ წერილობითს ძეგლებს, სადაც II სუბიექტური და III ირიბობიექტური პირების ნიშნად ხ- პრეფიქსია გამოყენებული (ხ-აკეთებ შენ, ხ-ემალება იგი მას). ხან-მეტი ტექსტები ძირითადად თარიღდება VIII საუკუნის დასაწყ-ისამდე პერიოდით. მათი უმრავლესობა საქართველოშია დაცული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ-ებრაული პალიმფსესტი ("პალიმფსესტი" ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს "კვლავ გადაფხეკილს". საზოგადოდ, პალიმფსესტი ისეთ ხელნაწერს ჰქვია, რომელსაც ხელახლა იყენებენ საწერად). ხელნაწერი შედგენილი უნდა იყოს V-VI საუკუნეთა მიჯნაზე იერუსალიმში, შემდეგ კი მოხ-ვედრილა ებრაელების ხელში. მათ იგი დაუხევიათ (უფრო სწორად: ორად გაუკეცავთ) და გამოუყენებიათ თავიანთი წიგნისათვის - თალ-მუდის ტექსტისათვის. დაახლოებით XI საუკუნეში ებრაელებს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტად უქცევიათ. იგი XIX საუკუნის ბოლომდე ინახებოდა ეგვიპტეში, კაიროს სინაგოგის გენიზაში (ხელნაწერთა საწყობში). XIX საუკუნის მიწურულში გენიზის ხელნაწერები გაუტანიათ ევროპისა და ამერიკის ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. ზემოდასახ-ელებული ხელნაწერის ერთი ფურცელი მოხვდა ინგლისში ბოდლეიანის ბიბლიოთეკაში, სხვა ოთხი ფურცელი - კემბრიჯის უნი-ვერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სამი ნახევი კი - ბრიტანეთის (ლონ-დონის) ბიბლიოთეკაში. პალიმფსესტის სხვა ფურცლების ბედი უც-ნობია. 1897 წელს ოქსფორდიდან დოქტორმა ნეიბაუერმა ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ერთი ფურცლის (ორი გვერდის) ფოტოპირი გამოუგზავნა პეტერბურგის უნივერსიტეტში ნიკო მარს. მარმა მაშინვე ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება ამ ფოტოპირს და იგი შესასწავლად გადასცა ებრაულის მკვლევარს - კოკოვცოვს. გამოირკვა, რომ ეს ფურცელი იყო თალმუდის უძველესი ნუსხა (ხელის მიხედვით XI საუკუნისად მიიჩნიეს). მართალია, კოკოვცოვი ქართულის მკვლევარი არ იყო, მაგრამ მიუთითა, პალიმფსესტზე ქართული ნაწერი ებრაულზე ძველი ჩანსო. კოკოვცოვმა თავისი ნაშრომი ამ ხელნაწერის შესახებ გა-მოაქვეყნა 1899 წელს. იმ დროს ივ. ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის V კურსის სტუდენტი, რომელსაც კოკოვცოვი უკითხავდა ასურულს. ნიჭიერ სტუდენტს - ივ. ჯავახიშვილს მასწავ-ლებელმა აჩუქა თავისი შრომის ამონაბეჭდი პალიმფსესტის ფოტოპირიანად. მაგრამ მაშინ ივ. ჯავახიშვილმა ვერ შეძლო ამ ხელ-ნაწერის წაკითხვა და ტექსტი კვლავ დარჩა ქართველთა ყურადღე-ბის მიღმა. ივ. ჯავახიშვილმა მოგვიანებით, 20 წლის შემდეგ, გაშიფრა ზემოაღნიშნული პალიმფსესტის ნაწყვეტი, რომელიც შეიცავდა იერემიას წინასწარმეტყველების ხანმეტი ტექსტის ნაწილს. ამ ძე-გლის აღმოჩენით დაიწყო ახალი ეტაპი ქართული ხელნაწერთმცოდ-ნეობის ისტორიაში. ამავე დროს ცხადი გახდა ისიც, რომ V საუ-კუნეში ბიბლია ქართულად ნათარგმნი უნდა ყოფილიყო. X საუკუნიდან სინის მთაზე, ეკატერინეს მონასტერში, ინახე-ბოდა VII საუკუნის II ნახევარში პალესტინაში შექმნილი ხელნაწერი - ხანმეტი ლექციონარი (ლექციონარი ეწოდება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან ამოკრებილი საკითხავების კრებულს). 1893 წელს ალ. ცაგარელს აღუწერია სინური ხელნაწერები, მათ შორის ხანმეტი ლექციონარიც (29 ფურცელი ყოფილა), მაგრამ მალე იგი სხვა ხელნაწერებთან ერთად გაუტანიათ ევროპის ქვეყ-ნებში. ხანმეტი ლექციონარი ვინმე მხატვრისაგან (მილიხისაგან) შეუძენია ცნობილ ქართველოლოგს ჰუგო შუხარდტს, რომელსაც მანამდე ხელთ ჰქონია სხვა ოთხი ქართული ხელნაწერიც. შუხარდტს ისინი შეუსწავლია და XX საუკუნის დასაწყისში კიდეც დაუწერია შრომა "ცნობები ქართული ხელნაწერის შესახებ". მხოლოდ ამ შრო-მით გახდა ცნობილი ქართველებისათვის ხანმეტი ლექციონარის არსებობა. ჰ. შუხარდტის კოლექციის ქართული ხელნაწერები დაცულია გრაცის უნივერსიტეტში. სწორედ აქედან მიიღო ა. შანიძემ მათი ფოტოპირები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანმეტი ლექციონ-არის 2 ფურცელი ევროპაში გატანისას დაკარგულა, მაგრამ დღეი-სათვის ისინიც აღმოჩენილია: ერთი ინახება პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში, მეორე - ინგ-ლისში, ბირმინგემში. ა. შანიძის გამოკვლევით, ხანმეტ ლექციონარში დასტურდება შვიდი ჰაემეტი ფორმაც. ხანმეტი იაკობის პროტოევანგელე ქართული კულტურის ის-ტორიაში განუზომელი მნიშვნელობის ძეგლია, რამდენადაც იგი არის სუფთა ხანმეტობის ამსახველი (არც ერთი შემთხვევა არ არის ხ-ს კლებისა და ჰ-ს ხმარებისა); თარიღდება VII საუკუნით. იაკობის პროტოევანგელე დაცულია ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. მას პირველად მიაკვლია და გამოაქვეყნა 1970 წელს ჯ. ბერდზოლმა. ჰ ა ე მ ე ტ ი ტექსტები. ჰაემეტი ეწოდება ისეთ წერილო-ბითს ძეგლებს, სადაც II სუბიექტური და III ირიბობიექტური პირე-ბის ნიშნად გამოყენებულია ჰ- პრეფიქსი (ჰ-აკეთებ შენ, ჰ-ემალება იგი მას). ჰაემეტი ტექსტები ხანმეტთან შედარებით გაცილებით ცოტაა. მათი ძირითადი ქრონოლოგია განისაზღვრება VIII საუკუ-ნით. ყველაზე ძველ ჰაემეტ ძეგლად ითვლება წყისის წარწერა (616-619 წწ.), ხოლო ხელნაწერი ტექტებიდან - ჰაემეტი ლექციონარი, რომელიც აღმოაჩინა და გამოსცა ა. შანიძემ 1923 წელს. ენობრივი და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ლექციონარი VIII საუკუ-ნისაა. იგი მიაჩნიათ ნაშთად იმ დიდი მოცულობის წიგნისა, რო-მელიც 400-მდე ფურცელს მაინც შეიცავდა. შინაარსის მიხედვით ტექსტი ჰაემეტი საკითხავების კრებული ჩანს. ჰადიშის ოთხთავი შექმნილია 897 წელს გამოჩენილი შატბერ-დელი მოღვაწის - სოფრონის შეკვეთით, გადამწერია მიქაელი. ჰადიშის ოთხთავი XI საუკუნემდე (ზოგი ცნობით, XVI-მდე) შატბერდში ინახებოდა. შემდეგ იგი სხვა ხელნაწერებთან ერთად სვანეთში აუტანიათ და თითქმის 400 წელი დაცული იყო მესტიის რაიონის სოფელ ჰადიშში, ბოლოს კი დამკვიდრდა მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჰადიშის ოთხთავი ერთადერთი ნამდვილი ჰაემეტი ტექსტია. ხელნაწერი გადაწერილია ჰაემეტი დედნიდან, მაგრამ ისე, რომ გადამწერს იმდროისათვის უკვე ზედმეტად ქცეული ჰ- პრეფიქსი ხმოვნების წინ აღარ უხმარია, გამოუტოვებია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მექანიკური შეცდომა მოსვლია და ჰ მაინც დაუწერია, მერე შეცდომა თვითონვე შეუნიშნავს და ჰ ამოუფხეკია. სწორედ ასეთი "შეცდომებით" დგინდება, რომ დედანი ნამდვილად ჰაემეტი იყო. ჰადიშის ოთხთავი ქართული ენის ისტორიაში დიდი მნიშვნელო-ბის ძეგლია, მეტად ფასეული როგორც პალეოგრაფიული, ისე წმინდა ენობრივი თვალსაზრისითაც. ს ა ნ ნ ა რ ე ვ ი ტექსტები. სამეცნიერო ლიტერატურაში სან-ნარევს უწოდებენ ისეთ ტექსტებს, სადაც II სუბიექტური და III ირი-ბობიექტური პირების ნიშნად ზოგიერთი თანხმოვნის წინ ს- პრე-ფიქსი დასტურდება იმავე პოზიციაში სხვა ზმნებთან გამოყენებული ჰ- პრეფიქსის გვერდით (ე.ი. პირის ნიშნად ჰ-ს პარალელურად შემო-ერია სანი: ჰ-წერ შენ > ს-წერ... შდრ. ჰპარავ შენ...) სანნარევი ხელნაწერებიდან ქართული ენისა და მწერლობის ის-ტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინური მრავალთავი. იგი არის პირველი თარიღიანი ტექსტი, გადაწერილი 864 წელს იერუსალიმში, საბაწმიდის ლავრაში. ხელნაწერი შეუწირავთ სინის მთის მონასტრისათვის და დღესაც იქვეა დაცული (ამჟამად სინის მთა, სადაც წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერია, არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის). სინური მრავალთავის შედგენის ინიციატორი და ძირითადი გადამწერი, ან-დერძის მიხედვით, არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე მაკარი ლეთეთელი. სინური მრავალთავი წარმოადგენს ბიზანტიელ ავტორთა ჰომი-ლეტიკური ("ჰომილეტიკა" - ძველი საეკლესიო მოძღვრება-ქადაგებანი) თხზულებების კრებულს, რომლებიც განკუთვნილი იყო საუფლო და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე წასაკითხად. მრა-ვალთავი დიდი მოცულობის წიგნია, შეიცავს 275 ფურცელს. მასში შესულია 18 ავტორის 50 ნაწარმოები. თხზულებათა ავტორები საეკლესიო და სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობდნენ III-V საუ-კუნეებში. მრავალთავი დაწერილია მშვენიერი მრგლოვანით. მხოლოდ ან-დერძის ნაწილია ნუსხურით შესრულებული. ხელნაწერი საყურადღებოა თავისი მდიდარი ლექსიკითა და არქაული გრამატიკული ფორმებით. მასში შეინიშნება ხანმეტობის კვალიც, რაც იმას ადასტურებს, რომ მრავალთავში შეტანილ თხზულებათა ნაწილი ხანმეტი დედნიდანაა გადმოწერილი. 1950 წელს სინის მთასა და იერუსალიმს ეწვივნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთაც გადაიღეს იქაურ ხელნაწერთა მიკრო-ფირები. სწორედ მათი მეშვეობით 1955 წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ სინურ და იერუსალიმურ ქართულ ხელ-ნაწერთა მიკროფირები. 1959 წელს დაიბეჭდა სინური მრავალთავის სრული ტექსტი ა. შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობითა და გა-მოკვლევით: "სინური მრავალთავი 864 წლისა". 2.2.3. უძველესი ისტორიულ-ლიტერატურული თხზულებანი. საქართველოში საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია. დღემდე მოღ-წეულია IV-V საუკუნეებში შექმნილი ორიგინალური თხზულებანი და უცხო ენებიდან თარგმნილი რელიგიური ხასიათის წიგნები. ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრება" ისტორიული ქრონიკაა. მისი ერთ-ერთი ნაწილი - მეფეთა ცხოვრება იწყება თხზულებით - "ცხოვრება ფარნავაზისი", რომელიც, მკვლევართა აზრით, დაწერილი უნდა იყოს ძვ. წ. III-II საუკუნეებში. იგი უძვირ-ფასეს ცნობებს გვაწვდის ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებლის ფარნავაზ მეფის ცხოვრებისა და ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზისა და ქუჯის მიერ ერთიანი საქართველოს აღდგენის შეს-ახებ. აგიოგრაფიული თხზულება "წამება~ ყრმათა წმიდათა ცხრათა" დაწერილი უნდა იყოს II ან III საუკუნეში, წარმართობის ხანაში (შ. ჯიჯეიშვილი). "მირიან მეფის ანდერძი" (ახ. წ. IV საუკუნე) ვრცლად ეხება მირიანის მეფობის ხანას. სწორედ ამ დროს ქართველებმა ოფი-ციალურად მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება... "წმიდა ნინოს ცხოვრება" შექმნილი ჩანს IV საუკუნის I ნახევარში. სრულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია (რ. სირაძე, მ. ჩხარტიშვილი, რ. დევდარიანი). უძველეს ლიტერატურულ თხზულებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია "ქება~ და დიდება~ ქართუ-ლისა ენისა~". ტექსტი შემორჩენილია გადამწერის - იოვანე ზოსიმეს ხელნაწერების სახით; ავტორი უცნობია. "ქება~ს" შესწავლის ისტორია იწყება 1858 წლიდან, როდესაც ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ ფრანგულად თარგმნა "ქება~ს" ტექსტი. დღემდე არაა დადგენილი ტექსტის შექმნის ზუსტი თარიღი; სავარაუდო დროდ მიიჩნევა: IV საუკუნე (ა.ბაქრაძე, რ. პატარიძე, გ. ნარსიძე, მ. ჩხარტიშვილი...); VI საუკუნე (ა.ჯაფარიძე); IX საუკუნე (პ. ინგოროყვა, ტ. ფუტკარაძე...); X საუ-კუნე (კ. კეკელიძე, ზ. გამსახურდია, ნ. პაპუაშვილი...). თანამედროვე კვლევის შედეგად აღიარებულია, რომ "ქება~ს" ხოტბის ძირითადი ობიექტია ქართული ენა და ქართველი ერი. ერთ-ერთ ხელნაწერს სათაურად აქვს "ქება~ ქართველთა~ და ქართ-ველთა ენისა~" (გრ.რობაქიძე, ზ.გამსახურდია, ნ.პაპუაშვილი, ტ.ფუტკარაძე...). "ქება~ს" ძირითადი შინაარსი ასეთია: ქართული ენა ”შემკული და კურთხეულია". ქართული და ბერძნული ისეთივე მე-გობრები არიან, როგორიც ნინო და ელენე, რომელთაგან ერთმა სახ-არება უქადაგა ქართველებს, მეორემ კი - ბერძნებს; ისინი დები არ-იან, ვითარცა მარიამი და მართა... ქართული ენა ლაზარეა: ქრისტემ ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. ქართულ ენაში შენახულია "ყოველი საიდუმლო": მეორედ მოსვლისას უფალი ქართული ენით განსჯის მსოფლიოს... იაკობ ცურტაველის "წამება~ წმიდისა შუშანიკისი" დაწერ-ილია V საუკუნეში (476-482 წლებში), თუმცა ჩვენამდე მოღწეულია ტექსტის X საუკუნის ნუსხა (ხელნაწერი) და არა დედანი. ტექსტის ხასიათი, მისი დახვეწილი მხატვრულობა ცხადყოფს იმ ეპოქაში ქართული მწერლობის ტრადიციულობასა და მაღალ დონეს. ავ-ტორი საინტერესოდ აღწერს V საუკუნისდროინდელ საქართ-ველოში საზოგადოებრივ ცხოვრებას - პოლიტიკურ, ეკონომიკურსა თუ კულტურულ ვითარებას. გარდა ამისა, გვაწვდის საგულისხმო ცნობებს იმის შესახებ, რომ გორგასალის ეპოქაში ბიბლიის ტექსტები უკვე ქართულად ყოფილა თარგმნილი (შუშანიკმა "თანა წარიტანნა ევანგელY თAსი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთ-ანი"). "მარტვილობა და მოთმინება წმიდისა ევსტათი მცხეთელისა" აგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებია. ავტორი არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროებით, ევსტათი მცხეთელი აწამეს დაახლ. 551 წელს. თხზულება დაწერილია მისი თანამედროვის მიერ. იოვანე საბანისძის "აბოს წამება" ძველ ქართულ მწერლობაში საყურადღებოა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მასში აღწერილია აბოს მარტვილობა და შემდეგ მოცემულია ჰიმნი აბოსი. აბო აწამეს 786 წლის 6 იანვარს. ნაწარმოებიც შექმნილი უნდა იყოს დაახლოებით ამ პერიოდში, VIII საუკუნის ბოლოს. IX საუკუნეშია დაწერილი "ცხორება~ და წამება~ კონსტანტი კახისა~". "მოქცევა~ ქართლისა~" სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ეპიზოდების კრებულია, რომელიც ეძღვნება საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადე-ბას. ტრადიციული თვალსაზრისით, თხზულება შედგენილი უნდა იყოს შატბერდის მონასტერში მოღვაწე ბერის მიერ არაუადრეს IX საუკუნისა (კ. კეკელიძე). სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებუ-ლია, რომ "მოქცევა~ ქართლისა~ს" თავდაპირველი ვარიანტი შექმ-ნილი უნდა იყოს V საუკუნის II ნახევარში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ქართული აგიოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, დაწერილი გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს გრიგოლის "მოწაფეთა მოწაფეების" მონათხრობის მიხედვით. ავტორი დიდი მხატვრული ოსტატობით აღწერს VIII-IX საუ-კუნეებში ტაო-კლარჯეთის ბერ-მონაზვნობის ისტორიას, მთლიანი საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, განსაკუთრებული სიყვარულით წარმოაჩენს გრიგოლ ხანძთელის - ამ დიდი საეკლესიო მოღვაწის ცხოვრებასა და მოქალაქეობას. ზემოჩამოთვლილთა გარდა, კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულება შეიქმნა ძველ საქართ-ველოში.
ლიტერატურა
ზ. გამსახურდია, "ქება~ და დიდება~ ქართულისა ენისა~": ცისკარი, 1987, #3. რ. დევდარიანი, ქრისტიანული მწერლობის საკითხები, ქუთაისი, 2002. პ. ინგოროყვა, თხზულებანი, ტ. IV, თბ.,1978. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1960. ე. მაჭავარიანი, ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა, თბ., 1985. გ. ნარსიძე, "ქება~ს" ისტორიული პარალელები: მნათობი, 1986, #4. გ. ნარსიძე, დავათის ქვა-ჯვარი: მნათობი, 1987, #4, 8. შ. ნუცუბიძე, პალესტინის ახალი გათხრები და ქართული კულტურის საკითხები: მნათობი, 1959, #1. ნ.პაპუაშვილი, ”ქება~ს" ფაკულტატიური სწავლებისათვის: ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, 1983, #2. რ. პატარიძე, "ქება~ ქართულისა ენისა~", მნათობი, 1987, #1. ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბ., 1984. ჟ. ფეიქრიშვილი, ქართველოლოგიის საკითხები, ქუთაისი, 1992. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბ., 1975-87. ქება~ და დიდება~ ქართულისა ენისა~, შემდგენელ-რედაქტორი ტ. ფუტკარაძე, თბ., 2000. მ. ჩხარტიშვილი, "საიდუმლოება სახელისა": მნათობი, 1991, #6. გ. წერეთელი, უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, თბ., 1960. ლ. ჭილაშვილი, ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქარ-თული დამწერლობის ისტორიის საკითხები, თბ., 2004. ზ. ჭუმბურიძე, ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, თბ.,1983.
|