საერთოდ მარაზმია იყო "კაპიტალისტი" ან "სოციალისტი" იდეოლოგიურად... (ერთი ვარიანტია, რომ ან ძაან გინდა ბეევრი ფული ან ძაან ზარმაცი ხარ და სახელმწიფომ გინდა შეგინახოს)..
ზოგადად კი.. ეს ორი იდეოლოგია არის 2 განსხვავებული ეტაპი სახელმწიფოს განვითარების...
საუბრბოთ სოციალიზმზე, რომლის მთავარი იდეაც სიმდიდრის გადანაწილებაა... და რა ჩემი წიხლი უნდა გადაანაწილო როცა სიმდიდრე არ გაქ ქვეყანაში? რუსეთზე საშინელი ქვეყანა არ არსებობდა მე20 საუკუნეში, სოციალიზმის დასანერგად.. და ვერც დანერგეს, მივიღეთ რაღაც მახინჯი სისტემა სოციალიზმს ამოფარებული...
კაპიტალიზმი თავის მხრივ გათვლილია სიმდიდრის დაგროვებაზე.. საწყის ეტაპზე ყვეყნისთვის (ძირითადად) სწორი გზა არის კაპიტალიზმი თან რაც უფრო თავისუფალი ეკონომიკა იქნება ნაკლები რეგულაცია/გადასახადებით მით უკეთესი.. ეს უწყობს ხელს ინვესტიციები შემოდინებას და ქვეყანაში სიმდიდრის დაგროვებას..
მხოლოდ ამის შემდეგ მოდის სოციალიზმის ეტაპი, როცა მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა ზედმეტად იზრდება (საშუალო კლასი კი ქრება).. უკვე დროა სახელმწიფომ მოდელი შეცვალოს და ცოტა მეტად სიმდიდრის გადანაწილებაზე იფიქროს...
ამისი ნათელი მაგალითია ევროპა, რომელიც მე2 მსოფლიო ომის მერე განვითარდა კლასიკური ლიბერალური ეკონომიკური მოდელის ხარჯზე (იფ იფ რა ტერმინებით ჩავახუჭუჭე

).. დღეს კიდე "თანამედროვე ლიბერალიზმი" რომ აქვთ, ძალიან რთულია სოციალიზმისგან მისი გარჩევა..
ემერიკას, რომ შეხედოთ, რომელიც ნაკლებად ირჩევს ამ გზას.. იქ სერიოზული აქციები იყო 99%-ის უფლებები დავიცვათო და ა.შ.
მანდ თუ არ შეცვალეს რაღაცები აფეთქება მოხდება... მარქსი სწორედ ამას ამბობდა, როცა ქვეყანაში დიდი სიმდიდრე დაგროვდება და სხვაობა კლასებს შორის კატასტროფულად გაიზრდებაო, მაშინ მოხდება რევოლუცია და პროლეტარიატი დაამხობს ბურჟუებსო..
სსრკ კი გაითვალისწინეთ რომ მეტწილად ნავთობზე იდგა... ძალიან ჩაკეტილი ეკონომიკა იყო და ვერც ხედავდა ხალხი იმ სხვაობას რომელიც სსრკ-სა და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შორის არსებობდა.. საქართველო კი განვითარდა როგორც ამ სისტემის ნაწილი.. 90იანებში ყველაფერი დაინგრა და საჭირო გახდა ნოლიდან დაწყება (თუ არა მინუსებიდან)..
ამას დაუმატე მენტალიტეტის პრობლემა.. ხალხი არ არის მიჩვეული კაპიტალიზმს და უჭირთ მოდელზე მორგება და მისი ბენეფიტების მიღება... +ახალგაზრდა სახელმწიფო ჩამოუყალიბებელი სტრუქტურებით... + ოკუპირებული ტერიტორიები.. ამ ყველაფრის შედეგია, რომ 1989 წლის მშპ-ს დონეზეც არ ვართ ჯერ კიდევ (თუ არ ვცდები)...
miha-miha587