ამ საკითხში (ბიტკოინების მაინინგი) მეტნაკლებად ვერკვევი და ჩემს აზრს დავწერ:
1. პირველ რიგში სიტყვა "დატაცენტრი" ცოტა სასაცილოდ ჟღერს, რადგან არავითარი "დატა" არ ინახება ასეთ შემთხვევაში, აქ ხდება ე.წ. მაინინგი, ანუ "გამოთვლითი ცენტრი" უფრო ზუსტი სახელია. პირდაპირი თარგმნით და გაგებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის "ელექტრონული მადნეულის მაღარო".
2. ბოლო თაობის ერთი მოწყობილობა, "სერვერი" ასე ვთქვათ, მოიხმარს მიახლოებით 1.5 კილოვატს, და ჯდება მიახლოებით 1000 დოლარი (თავისი კვების ბლოკით და პრიბამბასებით, პირდაპირ ამაზონიდან რომ გამოიწერო). "ოპტომ" ალბათ უფრო იაფი. საჭიროებს სერიოზულ გაგრილებას.
3. ეს "სერვერები" გახლავთ ASIC არქიტექტურის მოწყობილობები, ანუ მათი გამოყენება სხვა ნებისმიერი დანიშნულებით შეუძლებელია (განსხვავებით ტრადიციული არქიტექტურის სერვერებისა), მხოლოდ ბიტკოინის მაინინგისთვის გამოიყენება.
4. საინტერესოა რომ ეს სერვერები "ძველდება" მიახლოებით 1 წელიწადში, ანუ ყოველ წელს პრაქტიკულად გადასაყრელია მთელი მასივი ამ სერვერებისა. საინტერესოა რომ თვითღირებულების ამოღებას და მოგებაში გასვლას მაინც ახერხებენ ბუნებრივია.
5. სრულად ვეთანხმები თემაში გამოთქმულ აზრს რომ ამ ფერმის მომსახურებას, თუნდაც ასეთი გიგანტური მასშტაბებისა, სჭირდება მინიმალური პერსონალი, ალბათ მაქსიმუმ 20 კაცამდე, რომელთა უმეტესი ნაწილი, ძალიან დაბალანაზღაურებადი მუშაა. ანუ არავითარ სამუშაო ადგილებს ეს არ წარმოქმნის.
6. მე არ ვიცი რას ნიშნავს "თავისუფალი ეკონომიკური ზონა", მაგრამ თუ ეგ ნიშნავს იმას რომ მოგების გადასახადს არ იხდის (როგორც გამოითქვა აზრი), ეს ნიშნავს რომ ქვეყნისთვის სარგებელი ამ პროექტიდან არის
აბსოლუტური ნული! სხვა ვერავითარი პოზიტიური გავლენა ეკონომიკაზე ასეთ პროექტს (მიუხედავად მასშტაბისა) ვერ ექნება, ტურისტს ის არ მოიზიდავს, ცოდნას ის არ განავითარებს, და მოსახლეობას ის არ დაასაქმებს. ეს არის ფულის საჭრელი ქარხანა (პრაქტიკულად პირდაპირი მნიშვნელობით). თუ, მართლაც არ იხდიან გადასახადებს ბიუჯეტში, მაშინ ეს არის
პირდაპირი თაღლითობა, თუ გნებავთ ელიტური კორუფცია. დანახარჯი აქ არის მხოლოდ სერვერების (რომლებიც რამდენიმე თვეში თავს ანაზღაურებს), და ელექტროენერგიის. პრაქტიკულად სხვა დანახარჯი არ აქვს. და ელექტო ენერგია თუ შეღავათიანი ტარიფით მიეწოდება (worldwide კონკურენციასთან შედარებით), ეს არის პრაქტიკულად
უფასო გამდიდრების გზა ამ ხალხისთვის.
7. დავთვალოთ მიახლოებით რამდენ მოგებას მოუტანს ეს საწარმო მფლობელს:
A. სულ გვაქვს 40 მეგავატი. ორი კილოვატი ვიანგარიშოთ ხარჯი თითო სერვერზე თავის გაგრილებით და სხვა overhead-ით, ბოლო მოდელის სერვერი (~4.8 TH/s). გამოდის რომ გვაქვს
20'000 სერვერი.
B. ამ სერვერს სჭირდება სტატისტიკურად მიახლოებით 1700 დღე 1 ბლოკის ამოხსნისთვის. ანუ 1700 სერვერი დღეში 1 ბლოკის ამოხსნისთვის. ანუ ჩვენი ფერმა საშუალოდ
12 ბლოკს ამოხსნის დღეში.
C. ერთ ბლოკში იძლევიან 25 ბიტკოინს, ანუ მიახლოებით 10'000 დოლარს. ეს ნიშნავს რომ დღეში შემოვა 120'000, მხოლოდ ბლოკის გენერირებიდან. ტრანზაქციების საკომისიოს არც ვვანგარიშობ, მაგრამ რაღაც პროცენტი დაემატება ამას აუცილებლად. ანუ ვთქვათ
130K დოლარი დღეში საშუალოდ (მინიმუმ!).
D. ელ. ენერგიის ხარჯი ზემოაღნიშნული ტარიფით (ანუ 5 ცენტი კილოვატზე) არის 2000 დოლარი საათში, ანუ 48'000 დღეში. რაც ნიშნავს რომ
სუფთა მოგება არის მინიმუმ 80K დღეში.
E. ჯამური ბალანსი წელიწადში, სერვერების გარეშე, იქნება მიახლოებით 80K x 365 =
29 მილიონი.
F. სერვერის ხარჯს ბითუმად თუ დაიყვანენ $600
წელიწადში (შესაძლოა გაცილებით დაბლაც!), სერვერების დანახარჯი წელიწადში იქნება სადღაც
12 მილიონი, ისიც თუ ვივარაუდებთ რომ ყოველ წელს მთელს მასივს უბრალოდ გადაყრიან.
გამოდის რომ წელიწადში
სუფთა მოგება იქნება 17 მილიონი დოლარი. საწყისი ინვესტიციის ფასი - მაქსიმუმ 13-14 მილიონი. ესეც დათვლილია ყველაფერში
ნაკლებობით, მაგალითად იმ დაშვებით რომ სერვერი წელიწადში $600 დოლარი ჯდება, რაც საკმაოდ ბევრია (სრულიად რეალურია ეს სერვერები ნახევარ ფასში გაიყიდოს რაღაც დროის მერე). რეალური მოგება არ გამიკვირდება იყოს
20-50 პროცენტით მეტი.
და ამ ხალხს ბიუჯეტში შეაქვს
ნოლი?ბრავო მეგობრებო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
P.S.: ვინმეს თუ გაუჩნდა სურვილი ამ ბიზნესში ჩადოს ფული, შემეხმიანეთ
This post has been edited by Davidex on 13 Apr 2016, 16:26