ტყუილა გეჩხუბე.
ახლა მომწერა ერთმა არქეოლოგმა
"მანდ როსტომ აბრამიშვილმა გათხარა სამარხები"-ო
თუმცა არ ვიცი რომელი საუკუნისაა
და რა სამარხებია
დოლმენებს უფრო ჰგავს, ვიდრე სამარხებს...
ყველა შემთხვევაში სააგენტოს ნებართვაა საჭირო და ნგრევის ნებართვა ვინ მისცა ტრაქტორებს?
აი ეს ვიპოვე
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%...%83%9B%E1%83%98თრელიგორები IV ათასწლ. შუა ხანიდან (მტკვარ-არაქსის კულტურა) ადრეფეოდალურ ხანამდე იყო დასახლებული. ნასახლარის ახლოს მდებარეობს თრელის სამაროვანი, სადაც 200-მდე სამარხი იქნა გათხრილი. სამაროვნის შუაბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა და იქ დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება ნათელყოფს ამიერკავკასიის მჭიდრო უერთიერთობას წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარში.
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XV-VI სს) თრელიგორები ყველაზე დიდი დასახლება იყო კავკასიაში. თრელის სამაროვნის გვიანბრინჯაოს ხანის სამარხთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისააა ძვ. წ. XIII ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხი, სადაც აღმოჩნდა ბრინჯაოს აბზინდა ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით. ეს მხედრის უადრესი გამოსახულებაა კავკასიაში. ამავე სამარხში აღმოჩენილი ფოლადის დანა ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში რკინის მეტალურგიისა და ფოლადის წრთობის არსებობის მაუწყებელია. განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა თრელის სამაროვნის ძვ. წ. VIII-VII სს-ის "სამეფო" სამარხები, რომლებიც საქართველოს თანადროული ძეგლებისგან განსხვავდება და გარკვეულ მსგავსებას აზერბაიჯანისა და ჩრდილო-დასავლეთი ირანის ძეგლებთან იჩენს. ერთ-ერთი ასეთი სამარხის დასაკრძალავი დარბაზის ფართობი 70 კვ. მ-ს აღწევდა. სამარხში აღმოცნდა 100-ზე მეტი კერამიკული და რამდენიმე ათეული ბრინჯაოსა და რკინის ნივთი: ცხენის 14 კალავმი და საკისრე რგოლები ზარაკებით, ბრინჯაოს სკულპტურული გამოსახულებები, ღვინის ზოომორფული და მოჭიქული ჭურჭელი და სხვ. თრელის სამაროვნის III ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხში ოქროს და ვერხლის ნივთებთან ერთად აღმოჩნდა რკინის ბეჭდები სარდიონის ინტალიებით ათენა პალადასა და მარადიული ცეცხლის გამოსახულებით.
დიდ დიღომში მდებარე საჯოგეს ნასახლარი (ძვ. წ. XV-XIII სს.), სავარაუდოდ, უადრესი ქალაქური ტიპის დასახლებაა კავკასიაში. მას 2 მ-მდე სიგანის დამცავი კედელი ზღუდავს, დარბაზული ნაგებობები დიდი ზომის ქვებიტაა ნაშენი. ნასახლარზე თიხის სხვადდასხვაგვარი ჭურჭელი და სამეურნეო იარაღია აღმოჩენილი.
ეს უძველესი ნაგებობებია
თრელიგორებს ხომ აჩუქეს ბელუქსს
ახლა ეს
sandroiaდავწერე ზემოთ - სრულიად დასაშვებია რომ დოლმენური ტიპისაა
ბრინჯაოს ხანაა და დაახლოებით 4000 წლის წინ აგებდნენ დოლმენებს
This post has been edited by basa-ttt on 13 Apr 2016, 16:54