REIDIმესმის, რასაც ამბობ, მაგრამ
1. დაჯამებაში მონაწილეობს იმდენი და ისეთი ადამიანი, საიდანაც ინფორმაცია არ ჟონავს, ზუსტად ვიცი, პოლიტსაბჭოს წევრების გარდა, საპარლამენტო ფრაქციაშიც კი არ იციან შედეგების დეტალები
2. განწყობები ვიცით, მაგრამ ხომ მეთანხმები, რომ ამ განწყობების დიდ ნაწილს მედია ქმნის და უმეტესად, ხელოვნურია ეს ისტერიკა?
კურსის გამო, მეც გამიძვირდა იპოთეკა დოლარში და ძალიან დამარტყა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი მედია -საბოტაჟი არ მინახავს, პოზიტიური ინფორმაცია საერთოდ გამქრალია საინფორმაციო სივრციდან, მაგრამ თუნდაც ეს ადამიანები, ვისზეც ახლა ვკითხულობდი, რომ ხელფასები გაეზარდათ, ხომ ხედავენ ამ მცირე, მაგრამ მაინც პოზიტივს?
უამრავი დევნილი ვიცი, რომლებსაც ახალ აშენებულ კორპუსებში გადაეცათ ბინა, ასობით დევნილი ოჯახი შესახლდა ოლიმპიურ სოფელში თბილისში, ასევე ზუგდიდში...\
ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ შედეგებით, მაგრამ დამეთანხმე, რომ გვარამია-გაბუნიას ისტერიული სტრატეგია, წარმოადგინოს აპოკალიფსი, ძალიან ხელოვნურია
This post has been edited by anthropod on 14 Apr 2016, 13:29
მიმაგრებული სურათი