REIDIძირითადად, ზოგადად გეთანხმები, სიტუაცია არ არის სახარბიელო, მაგრამ მედია, ნამდვილად მიკერძოებულია
თუ გავიხსენებთ და ობიექტურად შევხედავთ რა ხდებოდა:
- მთელი თვე, მოგებული არჩევნების შემდეგ, სანამ ახალი პარლამენტი შეიკრიბებოდა ნოემბერში, სანამ მთავრობას დაამტკიცებდა და სანამ ახალი მთავრობა კაბინეტებს გადაიბარებდა, საკმარისზე მეტი დრო იყო კომპრომატების დასამალად და გასანადგურებლად, დოკუმენტების ქვეყნიდან გასატანად და საჭირო კადრების საჭირო ადგილებზე გადასაადგილებლად...
პირადად ვადევნებდი ამას თვალს და ვიცი, რასაც ვამბობ...
- თითქმის მაშინვე დაიწყო პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი, რამეთუ იცოდნენ რაც ჰქონდათ მიქარული და აღმოცენდა "კოჰაბიტაციის" რეჟიმი, ჩაიშალა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელსაც ხიდაშელი უხელმძღვანელებდა...
- პირველი წელი, პრეზიდენტი იყო სააკაშვილი და პარლამენტი მისი ვეტოების დაძლევას და მასთან ჭიდაობას მოუნდა
- სააკაშვილი მარგველაშვილმა შეცვალა, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობებში, ლამის 2015 წლამდე რჩებოდნენ ნაციონალები და აქტიური საბოტაჟის რეჟიმი ჩართეს
- თვითმმართველობის არჩევნებში და მერეც, გამგეობების დაკომპლექტებაში, საგანელიძემ და რესპებმა, ყველგან - ისევ ნაცების და საკუთარ კადრებს გაუწიეს ლობირება და ეს რეალობაა - ოცნების მთხლეობასაც რომ ამტკიცებს
- ამ 3 წელიწადში, 3 პრემიერი გამოვიცვალეთ - ესეც გასათვალისწინებელია...
საკადრო პოლიტიკა ისევ კრახზე კრახია და ნეპოტისტური - შედეგები, სახეზეა
მაგრამ ობიექტურობისთვის - ზოგადი სიტუაცია ქვეყანაში, უკეთესობისკენ განვითარდა დემოკრატიის და დასავლეთის მიმნართულებით, ვიზების ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება - ამის შედეგია
მედიას რაც შეეხება - ერთადერთი, 20-30 ინფოები მხვდება ხოლმე ფეისიბუქზე, სადაც პოზიტიური სიახლეებია, დანარჩენი მედია - ნეგატივზე მუშაობს ძალიან აგრესიულ რეჟიმში...
ამას წინათ ვუსმენდი, ერთი წამყვანი ეუბნებოდა სტუმარს, მედია ხელისუფლებას უნდა აკრიტიკებდესო, ისიც დაეთანხმა: ხელისუფლებას უნდა აკრიტიკებდეს ოპოზიცია და სთავაზობდეს უკეთეს ალტერნატივას, არა პარტიული ინტერესით, არამედ იდეურად, მხოლოდ სახელმწიფო ინტერესით, რასაც არა მგონია მოვესწრო საქართველოში
მედია - არის შუამავალი და ინფორმაციის გამტარი საზოგადოების მოქმედ სუბიექტებს შორის, ხაზგასმით:
ყველანაირი ინფორმაციის და არა მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის
წარმოგიდგენია, რომ რ2 კამერები მივიდნენ ხელფასმომატებულ პედაგოგებთან, ან ახალმოსახლე დევნილებთან და მათი სიხარული და კმაყოფილება გააშუქონ?
ან ც - ჰეპატიტ გადარჩენილ ადამიანებზე გააკეთოს სიუჟეტი?
ან უფასოდ ოპერაცია გაკეთებულ და სიცოცხლეშენარჩუნებულ ადამიანებზე?
ან თუნდაც საწარმოებზე, თუნდაც 2 საკონსერვო ქარხანა გურიასა და აჭარაში?
ამ ინფოებს ფბ-ზე მიგდებს ხოლმე, არც მე მინახავს პირადად, მაგრამ ჟურნალისტი რომ ხარ, წადი, გადაიღე და მაჩვენე, რომ იმედი გაუჩნდეს ხალხს...
მოკლედ, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, რომ მთელი მედია სივრცე, დაპროგრამებულია ნეგატივზე, ლანძღვაზე და ამას დიდი წარმატებით აკეთებენ კიდეც, რამეთუ პასუხის გამცემი არავინაა...
თუნდაც ეს მაგალითი: 2003 წლიდან, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ხელისუფლების სამივე შტოს, დეპარტამენტის უფროსის დონეზე და ზემოთ - ყველას ივანიშვილი უხდიდა ათასობით ლარის ხელფასს! პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეებსაც კი!
ანუ, ეს იყო საჩუქარი... და გამოდის იყიდებოდნენ და არაფორმალური მმართველობა იყო ქვეყანაში, რადგან ფულს ივანიშვილი იხდიდა ყველა რეფორმისა და პროექტისთვის და შესაბამისად, მას ეკითხებოდნენ
გუშინ ვუსმენდი ვაშაძეს პარლამენტში, ფიზიკურ პირებს იპოთეკურ სესხს არ აძლევს ქართუ და პარლამენტის და მათავრობის წევრებს რატომ აქვთ სესხიო? ყიდულობსო

სესხი რომ საჩუქარი არ არის და დასაბრუნებელია, ეს ერთი
მეორე - ეს არის უბადრუკი ტყუილი, რადგან საბანკო მომსახურების პირობები, განსხვავებული აქვს ყველა ბანკს
1. ფიზიკური პირებისთვის
2. კორპორატიული კლიენტებისთვის
პარლამენტს და მთავრობას, ხელშეკრულება აქვს კორპორატიულ მომსახურებაზე, ბანკომატებიც დგას შენობებში და ამიტომ არის დაშვებული მათთვის სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით,...
ეს ხელშეკრულება, პარლამენტის ყველა წევრზე ვრცელდება და იმავე ვაშაძესაც შეუძლია ისარგებლოს ამ კორპორატიული პირობებით
მე ის მიკვირს, რომ გუშინ ვერავინ მოახერხა ამ მარტივი პასუხის გაცემა, ჰოდა, მათ შეფასებაში გეთანხმები...
This post has been edited by anthropod on 14 Apr 2016, 15:08