იქნებ ვინმემ ამოიღოს ხმა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ... ვისაც ხელეწიფება ამის გაკეთება,იმ ხალხს ვგულისხობ.. ჟურნალისტური ეთიკის დეტალებს მე არ ვიცნობ, მაგრამ ადამიანურ ეთიკას და მორალს მოწყვეტილი რომ არის პროფილიც და სხვა შოუები, ეს უკვე ფაქტია. დარწუნებული ვარ ბევრი უფლებადამცველი ათვალიერებს ფორუმს და სწორედ მათ მივმართავ. ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობის და მარაზმის წინააღმდეგ.. სულიერად დაავადებული ადამიანების გამოყენება შოუს გასაკეთებლად და რეიტინგის დასადებად -- ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა?? ასათიანმა თავიდანვე კარგად იცოდა ყველაფერი. ის ქარიშხალს ეძებს ჭიქაში, ბუზისგან სპილოს აქცევს, სტუმრებს არ უსმენს, თავის საწინააღმდეგო აზრს ვერ იტანს, აგრესიით პასუხობს ან საერთოდ აიგნორებს. მან კარგად იცის, რომ სულიერად დაავადებული მოხუცი და მისი 10-15 ასევე არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე მიმდევარი ვერანაირ იდელოგიურ საფრთხეს ვერ შექმნიან ქვეყანაში. არც ფიზიკურად არ ერჩიან ვინმეს.
მაქსიმუმ 30 წელიც და საერთოდ აღარ იარსებებს საქართველოში ის ძველი, საბჭოთა იდეოლოგიის წნეხში გაზრდილი თაობა. ნელნელა ბუნებრივად გაქრება სტალინისტი საზოგადოება. არავის არ ვწყევლი. უბრალოდ რეალობას ვწერ, ცას არავინ გამოვეკერებით
გორელებს კი მისცენ იმის საშუალება, რომ თავად აირჩიონ ვისი ძეგლი უნდათ და ვისი არა.
ხოლო ქვეყანაზე გულდამწვარმა ასათიანმა სხვა თემები აირჩიოს გადაცემისთვის და სტუმრებიც ადექვატურად შეარჩიოს.