რა სიტუაციაა ორი კვირის თავზე:
ფორუმი
პირვანდელმა აღტკინებამ დიდი ხანია გადაიარა და სპლიყვის შესახებ მსჯელობა სულ უფრო ემსგავსება ერთმანეთისთვის ჭუჭუების დატოლების შეჯიბრს, პარალელურად ფუნების სროლის ფონზე. ვინ უფრო ჯიგარია, უფრო წრფელია წუხილის გამოხატვაში. ვის აქვს უფლება სოლიდარობის გამოთქმის, ვის არა. ვინ უნდა იჯდეს ჩუმად. ვინ არის კრისა და სად ვეძებოთ ის.
ფორუმსგარეთა ინტერნეტსივრცე
ბაკურ სვანაძემ საკმაოდ კარგი მიმართვა დადო და ის გიჟი ქალი რომ არის, იმანაც კარგად იაქტიურა.
ძალიან კარგი წერილი იყო ლიბერალის ერთ-ერთ ბლოგზე.
კარგი მიმართვა დადო ჩვენმა იქსმენმა საელჩოს საიტზე.
იყო რამდენიმე სტატუსი ცნობილი და არც ისე ცნობილი ჟურნალისტების მხრიდან. თუმცა ძირითადად ცალმხრივი. სპლიყვის თემა ძირითადად "რაღაც უფრო მნიშვნელოვანის სათქმელად" გამოყენებული რაზგონი უფრო იყო.
მედია
იმედმა გააკეთა ძალიან კარგი სიუჟეტი. მერე იყო სანაიასთან მსჯელობა, ასევე საკმაოდ პოზიტიური. კავკასიაზეც იყო ერთ-ერთ თემად, თუმცა სტრიქონებსშორის გაკეთებული აქცენტები უკვე საკმაოდ ნეგატიური იყო. მერე ესეც მინელდა და სპლიყვის საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა.
პოლიტიკური სპექტრი
იყო კარგი წერილი მურმან დუმბაძის და ახლა ელისაშვილის მიერ სპლიყვის საკითხით დაინტერესება. ჯერ-ჯერობით სულ ეს არის.
ენჯეოები
ახალგაზრდა იურისტების ფრთხილი, მაგრამ სწორი განცხადება. დანარჩენებმა პირში წყალი დაიგუბეს და იქით უფუჭებენ საქმეს სპლიყვს საკმაოდ ცუდ ფორმებში.
---
ამჟამინდელი სიტუაცია
მოკლედ რომ შევაფასოთ, ამ ეტაპზე საქმე საკმაოდ მურდლადაა. რეზონანსი არცთუ დიდი იყო და არცთუ ერთმნიშვნელოვანი. ნეიტრალური ადამიანი, რომელიც ფორუმ-შმორუმების აზრზე არაა, ოდნავ ნეგატიურად არის განწყობილი სულხანისადმი. მის თვალში სპლიყვი არის უკეთეს შემთხვევაში იდიოტი, რომელიც ცუდ დროს ამღვრევს წყალს, უარეს შემთხვევაში ვიღაცის იარაღი, რომელმაც სიტუაციის არევაზე უნდა იზრუნოს.
ქოცებმა პირდაპირ თქვეს, რომ სლეზე კიდიათ სპლიყვი, რამეთუ მას ნაცმოძრი ყავს დაფინანსებული თავის დროზე. ნაცმოძრს არ ესპლიყვება, რადგან ამერიკის საელჩო მისი ლამის ბოლო იმედია გადასარჩენად და აგენდაში სპლიყვის თემის შეტანა წამგებიანია.
რისი გაკეთება შეიძლება
ჩვენ ახლა იმ კუთხით უნდა ვიაქტიუროთ, რომ სპლიყვის სასწრაფოდ გამოშვება ყველასთვის გახდეს მორალურად მომგებიანი. ისეთი ამოსავალი სიტუაცია უნდა დაიდოს, რომლის ფარგლებში ყველა კაი ტიპად წარმოჩნდება და თვითონ დაიწყებს იმის მხარდაჭერას, რომ დაუბრუნოს ოჯახს ზედმეტი ხუმრობის მოყვარული უდანაშაულო მამა.
რაღაც კამპანიასავით უნდა ავაგოროთ, რომლის ფარგლებში გამოირიცხება ყველანაირი (!!) შიდა თუ გეოპოლიტიკური აქცენტები. გასაკეთებელია სქრინი სუხოს სურათით და იმ თემის სქრინით, სადაც მიდის ეს ღლაბუცი და

-სმაილიკების ტრიალი.
იმას უნდა მივაწვეთ, რომ გამოძიებას უნდა შეეძლოს ცრუ განგაშის დაუყოვნებლივი განცალკევება ნამდვილისგან, რადგან ღლაბუცის და რეალური ტერორიზმის ერთმანეთისგან ვერგარჩევა სახელმწიფოსთვისაც ძალიან ცუდია და ყველა ჩვენთაგანისთვის. ამ კუთხით უნდა ავამოძრავოთ მანქანა.
თორემ მე რასაც ვუყურებ, ტიპიური სიტუაციაა დღევანდელი საქართველოსთვის. არავის აქვს ხალისი, სურვილი და გამბედაობა გადაწყვეტილების საკუთარ თავზე აღების. ყველა ერთმანეთს ატენის სპლიყვის საქმეს. ბოლომდე თვითონ არ იციან, რა ქნან. იტოგში საჩკაობენ და დროს წელავენ. ელოდებიან, საიდან რა იმპულსი წამოვა და მერე იმის მიხედვით მოიქცევიან. იქ ისეთი ხალხია თავმოყრილი, ერთნაირად შეხვდებიან სპლიყვის ბოდიშებით გამოშვებასაც და მისთვის შვიდი წლის მისჯასაც.
თუნდაც ერთი წონიანი სასულიერო პირი საქმეს თუ გაეცნობა, ესეც არ იქნება ურიგო. მათ აზრს ამერიკის საელჩოც ითვალისწინებს, სხვათა შორის.
This post has been edited by მიხეილ რძე on 27 Apr 2016, 19:33