#47581299 · 17 Apr 2016, 01:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ თურქეთ-საქართველოს საერთო სარგებლობის მდინარე მტკვარი პერიოდულად დიდდება საქართველო-თურქეთის საზღვართან, სამცხე-ჯავახეთში. მიზეზი როგორც ალბათ მოგეხსენებათ არის ის, რომ თურქეთი სამრეწველო მიზნებისათვის იყენებს მტკვარს, რომელსაც აგუბებს და პერიოდულად უშვებს. როგორც არაოფიციალური წყაროებიდან ვიცი, თურქეთი ამის შესახებ აფრთხილებს ქართულ მხარეს, მაგარამ სამწუხაროდ ამ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელება აღარ ხდება შესაბამისი უწყებების მხრიდან. შარშან ზაფხულში ამგვარად ადიდებულ მტკვარს ახალციხის რაიონში 3 მოქალაქე ემსხვერპლა. ამ შემთხვევამდე რამოდენიმე დღით ადრე კი ვარძიასთან თავად გავხდი მოწმე, როგორ გადავიდა რამდენიმე ადამიანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და გადასვლიდან რამდენიმე წუთში მდინარე ადიდდა. ანუ შესაძლოა რამდენიმე წუთიან დაყოვნებას ტრაგიკული შედეგი მოჰყოლოდა. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, რამდენად კარგი თანამშრომლობა არსებობს თურქეთსა და საქართველოს შორის საერთო სარგებლობის რესურსებთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ სწორი და გამართული კომუნიკაციის პრობლემა სახ. უწყებებსა და მოსახლეობას შორის სახეზეა და საკითხავია, დგება თუ არა წარმოშობილი ზარალის ან მსხვერპლის შემდეგ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
--------------------
Her canlı ölümü tadacaktır
|