პირველ რიგში დავწერ იმას, რომ სპლიყვის ოჯახმა გაავრცელა განცადება სადაც ყველა გულშემატკივარს მოუწოდა რომ მათთან შეთანხმების გარეშე არ დაგეგმონ და განახორციელონ საჯარო აქტივობები, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ელფერი სდევდეს თან.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...-avrcelebs.htmlშემდეგ მინდა ავხსნა თუ რატომ ვთვლი რომ საქმე მარტივად არ არის და ზოგს როგორც ჰგონია რომ ადვილად გამოუშვებენ.
იმასაც ვერ წარმოვიდგენდით ალბათ რომ წინასწარ პატიმრობას მიუსჯიდნენ მაგრამ ფაქტი სახეზეა.
აქ ბევრი პოსტი წავიკითხე რომ 326-ე თავდასხმის მუხლი აქვს წაყენებულიო და რადგან ასეთი რამ არ მომხდარა აუცილებლად გამოუშვებენო.
სინამდვილეში მას ბრალი ექნება წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის 2-ე ნაწილით.
ჩავიხედოთ კანონში:
" მუხლი 326. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა +
1. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელზე ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა პოლიტიკური მოტივით ან საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. "
ანუ წაყენებული ექნება მუქარის ბრალდება რაც ითვალისწინებს 6-დან 12 წლამდე სასჯელს. ჯერ იმ კანონს რა ვუთხარი მუქარაზე 6-დან 12 წლამდე რომ იქნება სასჯელი და გაუპატიურებაზე 6-დან 8 წლამდე. ანუ სპლიყვს ჩვენი კანონის მიხედვით გაუპატიურებაზე მძიმე ბრალდება ექნება წაყენებული რამდენადაც აბსურდული არ უნდა იყოს.
დამეთანხმებით რომ მუქარის ფაქტის არ არსებობა ისეთივე ცალსახა არ არის როგორც თავდასხმის ფაქტის არ არსებობა. ჩვენ კი ვიცით რომ მუქარაც კი არ ყოფილა მისი მხრიდან, მაგრამ ვინც არ იცის სპლიყვი რა მოვლენაა და თან თუ ცოტა ინტელექტითაც მოიკოჭლებს შესაძლოა საკმაო ძალისხმევა დასჭირდეს მისთვის იმის დამტკიცებას რომ სპლიყვი არავის დამუქრებია.
ასე რომ ჩემი აზრით ცალსახა არაა, რომ მას აუცილებლად გაათავისუფლებენ სამხილების არ არსებობის გამო. სპილყვის ტროლინგის არ მცოდნე ადამიანს მისი პოსტი შესაძლოა მუქარის სამხილადაც მოეჩვენოს. ასე რომ სამტკიცებლად გამოდის საქმე და დასარწმუნებელი იქნება ხალხი, რომ სპლიყვი არ არის საშიში ადამიანი და რომ მისი "მუქარა" მხოლოდ უბრალო ხუმრობა იყო მისთვის ჩვეულ სტილში.
This post has been edited by ecklesiast on 17 Apr 2016, 01:28