პირველ რიგში ვიტყვი, რომ ზუსტად არ ვიცი ადვოკატს შეუძლია თუ არა წერილის შეტანა, მაგრამ მოდით დავუშვათ რომ შეუძლია.
დავწეროთ ძალიან მოკლე გამამხნევებელი წერილი ყველა იუზერმა ვინც მოინდომებს. სულ რამდენიმე წინადადებიანი. ოჯახთან შეთანხმებით მოხდეს მერე შევუგზავნოთ თუ არა.
ქაღალდზე დაიბეჭდება ასე: იუზერის ნიკი გამუქებული და ქვემოთ მისი წერილი სპლიყვისადმი. იმის ქვემოთ სხვა იუზერის და ასე.
მე დავიწყებ
too1გამარჯობა გადარეულო. ალბათ არ იცი, რომ გარეთ უკვე "საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება" გახდი. აქ ისეთი ამბავია ატეხილი მაგათი ნება რომ იყოს დღესვე გამოგისვრიდნენ გარეთ. ამიტომ არაფერზე ინერვიულო. სასამართლო დახურული თუ არ იქნება ყველანი დავესწრებით და ბევრის გადაკოცვნა მოგიწევს.