miha-miha587
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1162
წევრი No.: 105308
რეგისტრ.: 19-November 09
|
#47586324 · 17 Apr 2016, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | გიორგი კვირიკაშვილი - განათლების კანონის შემუშავებაში პირადად ჩავერთვები
ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის გულით ნაკარნახევი, ძალიან საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, თუ რა სახით იქნება ეს, კიდევ ერთხელ შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ და პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში.
მისივე თქმით, შემდეგი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრა, სადაც უკვე სამუშაო ატმოსფეროში იქნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, უნივერსიტეტში მმართველობითი ორგანოების სტრუქტრუქტურებზე.
"ყველაფერ ასეთ მტკივნეულ საკითხზე ჩვენ აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაც შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი,ზოგს ჩვენ მოვუსმენთ და გავიგონებთ",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სტუდენტური პროტესტი საერთოდ არ არის უცხო რამ, თუმცა სამწუხაროა,რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული რამდენიმე კორპუსში.
"მე მათ ვთხოვე, რომ შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაც უკვე მოგახსენეთ. ვნახოთ, ისინი თუ გაიზიარებენ თხოვნას, ეს ძალიან კარგი იქნება. გარდა ამისა, თსუ-ს რექტორთანაც მქონდა მოკლე შეხვედრა და საუბარი ყველა ამ პრობლემატიკაზე",-აღნიშნა პრემიერმა. |
რაღა გიჭირთ 80 % უკვე შესრულებულია დაპირებების 20 საც იმ კვირის ბოლოს მოაგვარებს
|