მოსახლეობა ცხინვალიდან გარბისცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გარბის და როგორც ქალაქის, ასევე სოფლების უმეტესობა დაცარიელებულია. ასეთი შინაარსის სტატიას რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტი ყვება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას მასობრივად ტოვებს, ხოლო უპატრონო ტერიტორია ან ტყით იფარება, ან კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ იქ ჩასახლებული ჩრდილოკავკასიელები იკავებენ. ეს კი ადგილობრივებსა და ახალმოსახლეებს შორის დაძაბულ ფონს ქმნის.
გამოცემა ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ რეგიონისთვის გამოყოფილი რუსული ფული იფლანგება და დე ფაქტო ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული.
"ნოვაი გაზეტას" ინფორმაციით, 2008-2013 წლებში მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისთვის 45 მილიარდზე მეტი რუბლი (დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი) გამოყო, რითაც ახალი ლას-ვეგასის აშენება შეიძლებოდა.
გამოცემის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკიდან მოსახლეობა გარბის, მაგრამ ჟურნალისტი თავისი თვალით ნანახს ენდობა და ამბობს, რომ ცხინვალის ქუჩები საერთოდ ცარიელია და ქალაქი ფაქტობრივად მკვდარ ზონას ჰგავს. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა კი სოფლებშია, რომელთა უმრავლესობა დაუსახლებელია და ტყით არის დაფარული.
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რადგანაც ე.წ. სამხრეთ ოსეთს ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ტოვებს. ეს კი განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ შეიმჩნევა.
კვახაძის ინფორმაციით, გასულ წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ აღწერა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, რეგიონში 53 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ეს მონაცემები ხელოვნურად გაბერილია, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება ამით მოსკოვისაგან უფრო მეტი ფულის მიღებას ცდილობს. კვახაძის ინფორმაციით, ახლა რეგიონში, სავარაუდოდ, 30 000-მდე ადამიანი უნდა ცხოვრობდეს.
"ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლები ტოვებენ. ეს პირველ რიგში ჯავის რაიონს, ჯეჯოვის ხეობის და როკის გვირაბის მიმდებარე სოფლებს ეხება.მათ უმეტესობაში მხოლოდ მოხუცებიღა არიან დარჩენილები. ეს ხალხი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში მიდის საცხოვრებლად.
"რაც შეეხება მუსლიმების ჩასახლებას, ეს ადამიანები ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ომის შემდეგ რუსულ ბაზებს შემოჰყვნენ. ესენი არიან ეთნიკურად დაღესტნელები და ჩეჩნები, რომლებიც უბრალო მუშები იყვნენ და ქართველების მიერ დაცლილ ტერიტორიაზე დასახლდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ გააჩნია. ამიტომაც რთულია იმაზე საუბარი, ეს ხალხი რა სახის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ", - აცხადებს კვახაძე.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ცხინვალში თითქოს და მუსლიმი თემის მასობრივად დასახლების შემთხვევაში ტერორისტული ჯგუფების გააქტიურება მოხდეს, რადგანაც ეს ადამიანები რუსული სპეცსამსახურებისგან სრულად კონტროლდებიან.
კვახაძის ინფორმაციით, რეგიონში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაღესტნელები არიან. მათ კარგი პირობები აქვთ. ფაქტობრივად, ეს არის მოუვლელი ტერიტორია, ქართველებისგან მიტოვებული ლიახვის ხეობა, იქ გაშენებული ბაღებით. ოსები ახლად ჩასულებს პრობლემებს ვერ უქმნიან, რადგან რუსეთთან ურთიერთობა დაეძაბებათ. დაღესტნელები კი რუსეთის მოქალაქეები არიან.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=29633აბა რა ეგონათ?