რუსულ ბილაინს, როგორც საქართველოს ბაზარზე შემოსულ ახალ კომპანიას, პირსისხლიანი ნაცების დროს ჰქონდა შეღავათიანი პირობები. როგორც მახსოვს შეღავათი მდგომრეობდა იმაში რომ ბილაინს, მაგთისთან და ჯეოსეთან უ რ თ ი ე რ თ ჩ ა რ თ ვ ი ს ტარიფი ჰქონდა მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე დანარჩენებს. ამ შეღავათის გამო(ც) ბილაინს ჰქონდა შედარებით დაბალი ფასები. მერე საშეღავათო პერიოდი დასრულდა და ბილაინის ფასების ზრდაც სავარაუდოდ ამას უკავშირდება. არა?
მაგთი და ჯეოსელი, ორთავე, სამთავრობო კორპორაციული ქელის მომსახურებაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებული კომპანიაა (თავად ის ფაქტი რომ ტენდერს 2 გამარჯვებული ჰყვას 1 შესყიდვის ობიექტზე, კიდევ ერთი "მიღწევაა" ქოცხელისუფლების). გაინტერესებსთ კორპორაციული ტარიფები?! ნახეთ და გაოცებისგან ყბა ჩამოგეწელებათ (ისეთი დაბალია) .
აი ამ ბმულზე გადადით განყოფილებაში "შემოთაბვაზება" და შემდეგ "ტექნიკური დოკუმენტაცია".
ამ აიმ გასაოცარი ტარიფებით სარგებლოს სულ ცოტა 700 000 აბონენტი საქართველოში, ვინაიდან ეს შეღავათიანი ტარიფები ვრცელდება არა მხოლოდ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ თითოეულ აბონენტზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც, ე.წ. "საოჯახო ქსელში" ჩართულ ნომრებზე.
არსებიბს საფუძლვიანი ეჭვი რომ ასაეთი დაბალი ტარიფებით ამდენი აბონენტის მომსახურება კორეციულად წამგებიანი კომპანიებიათვის და ისინიც იძულებული არიან სარგებელი სხვა საშუალებებიდა/წყაროებიდან ნახონ. ფასების გაძვირება არაკორპორაციული კლიენტებისთვის ერთი-ერთი გზაა.
მეორე გზაა თავად კორპორაციული კლინტებისაგან თანხების ამოქაჩვა - როცა "უცნაურ ვითარებაში" , ბალანსიდან ქრება თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ ადრე 10 ლარი მთელი თვის განმავლობაში არც კი ეხარჯებოდათ კორპორაციულ კლიენტებს, ამ ბოლო დროს იგივე 10 ლარი უკვე 5 დღეში შეიძლება გაქრეს. პასუხი თითქმის ყოველთვის აქვს მაგთის იმის ასახსნელად თუ რატომ დაგემართად ეს საკვირველება და რატომ გაქრა ასე უცებ თქვენი ბალანსი. ეტყობა "ზემოდან" აქვთ ნებართვა ასეთ უმსგავსოებებზე.
ამ უკანასკნელის თაობაზე ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი რომ 2016 წლის დასაწყისში, მაგთიკომმა უპრობლემოდ შეიტყაპუნა კორპორაციული კლიენტების მიერ, 2015 წლის მანძილზე ნაყიდი და დაგროვებული ინტერნეტის გიგაბაიტები. ანუ, ხალხა ფული გადაიხადა და ჰქონდა რაღაც მარაგი გიგაბაიტების. მაგთიმ 2016 წლის დასაწყისში გააფრთხილა ყველა რომ ეს "მარაგები" გაგიუქმდებათ თუ არ დახარჯეთო ამა და ამ თარიღამდეო. ვინც არ დახარჯა - დაკარგა.
მოკლედ, მაგთი გაღორდა სერიოზულად.