გამარჯობა მეგობრებო, სკოლკა ლეტ სკოლკა ზიმ.

ვინც მიმართვაში გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებთ გთხოვთ დააპლიუსერთოთ.
ეს წერილი ამოიბეჭდება და ოფიციალურად გადაიგზავნება ადრესატებთან.
თბილისის ფორუმის მონაწილეთა ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს.
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომრევ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
მოგმართავთ თბილისის ფორუმის მონაწილეთა სახელით; თბილისის ფორუმი შეიქმნა 2001 წელს, ხოლო მისი წევრების რეგისტრაციის საშუალო პერიოდი 6-7 წელიწადს შეადგენს.
ჩვენ ვართ სოციალურად აქტიური მოქალაქეები, დასაქმებული ვართ სხვადასხვა სფეროში და ჩვენს რიგებში ბევრი წარმატებული ადამიანია. ვირტუალურ აქტივობასთან ერთად, ჩვენ საკმაოდ ბევრი რეალური ღონისძიება გვაქვს განხორციელებული. ეს ღონისძიებები ხორციელდებოდა როგოც დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად, ასევე საქველმოქმედო მიზნებით. აღნიშნულისთვის აქტიურად ვიყენებდით სოციალურ პლატფორმა forum.ge-ს, სადაც ხდებოდა სხვადასხვა იდეების აკუმილირება და მათი რეალიზაცია. ეს ფორუმი ითვლება და ითვლებოდა თავისუფალი სიტყვის პლაცდარმად.
ზემოთხსენებული აქტივობების გარდა, ეს იმიჯი განპირობებულია, როგორც სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური პროცესებისა და მათში მონაწილე პიროვნებების კრიტიკის, ასევე მათი გაშარჟების თავისუფლების მაღალი ხარისხით. დროთა განმავლობაში, ამ ე.წ გაშარჟების რადიკალურ მიმართულებას ტროლინგის ფორმა მიეცა. ტროლინგის დაგეგმვასა და განხორციელებაში სხვადასხვა სახით და სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა აქვს მიღებული უმეტეს ჩვენთაგანს. სულხან წულაძე აქტიურად იყო ჩართული ხსენებული ფორუმული ინიციატივების განხორციელებაში, ამასთან ერთაად მისი შარჟები გამოირჩეოდა განსაკუთრებული მახვილგონიერებით და ნონკონფორმიზმით, სულხანი თავისი ავთენტური იუმორითა და კრეატიულობით ყოველთვის ცდილობდა სხვა კუთხით ეჩვენებინა სტანდარტული პროცესები და საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები.
ბოლო წლებში მისი „ფანტაზიის მსხვერპლი“ არაერთი პოლიტიკოსი თუ ცნობადი სახე გამხდარა.
სულხან წულაძის ოჯახის წევრებს, მისი ახლობლებს და მეგობრებს გააზრებული გვაქვს, რომ მან საკუთარი აზრის გამოხატვისას გამოიყენა არაეთიკური ფორმები და გასცდა შარჟის საზღვრებს, თუმცა ეს ყველაფერი არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც თავდასხმის განხორციელების რეალური საფრთხე.
ჩვენ ვინაწილებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას სულხან წულაძის ქმედებასთან დაკავშირებით და გთხოვთ გამოიჩინოთ კეთილი ნება, რათა აღნიშნული ფაქტი აღქმული იყო, როგორც როგორც ინტერნეტ ხულიგნობა და არა თავდასხმის მცდელობა.
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომრევ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეების სახელით, რომლებიც გამოვდივართ ვირტუალური სივრცის ჩარჩოებიდან, გაითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ჩვენს ქვეყანას არჩეული აქვს უცვლელი კურსი დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების განმტკიცების მიმართულებით; ვცდილობთ ვიყოთ მაგალითი ყოველივე ზემოხსენებულისა არა მარტო რეგიონში, არამედ გავხდეთ ევრპული ოჯახის ნაწილიც.
გთხოვთ, პირადად განახორციელოთ გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგი და არ დაუშვათ, ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამის, წარმატებული მეწარმის, რომელსაც 150-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული და პატიოსანი მოქალაქის უფლებების შელახვა. დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანის ადგილი საპატიმრო დაწესებულებაში არ არის !
პატივისცემით,
თბილისის ფორუმის მომხმარებლები
Zazabichi
This post has been edited by zazabichi on 18 Apr 2016, 22:08
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.