aivenhoნახე:
http://kutaisitoday.com/eqskluzivi-qoneba-...rgos-shesakheb/ექსკლუზივი: ქონება, რომლის შესწავლაც შესაძლოა საგამოძიებო სამსახურებს მოუწიოთ. ახალი დეტალები ყოფილი ,,მირზანიის“ და კაფე ,,არგოს“ შესახებ
■ექსკლუზივი
by ადმინი - აპრ 22, 2016
0 149
რა კავშირშია ქუთაისის მაღალჩინოსნები 650 000 აშშ დოლარად შეძენილი ყოფილი მირზაანის შენობის ირგვლივ, რომლის შესყიდვაც კაფე ,, არგოს’’ მეპატრონეების ერთ– ერთ გეგმას წარმოადგენს. ვის ინტერესებშია შპს ,,პროკრედიტ ფროფერთის’’ საკუთრებაში არსებული შენობა, რომელიც ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და ტურისტული ცენტრის მოწყობის მიზნით ქუთაისში,რუსთაველის გამზირ N 9 (ნაკვეთი N1) 650 000 აშშ დოლარად ქუთაისის მერიამ შეიძინა. kutaisitoday.com –ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომელიც საზოგადოებას აქამდე არსად წაუკითხავს
შეუწყო თუ არა ქუთაისის მერიამ ხელი იმ ხალხს, რომლებიც ,,კაფე არგოს’’ უკან ფიგურირებენ იმ დროს, როდესაც ქალაქს დღემდე აქვს ტურისტული ცენტრი, მაგრამ ახლა უკვე უფუნქციაო მდომარეობაში მყოფი.
11115990_817849664916943_2002762246_n
რატომ გახდა უძრავი ქონების შესყიდვა საჭირო მაშინ, როდესაც რაც გვაქვს იმას არავინ იყენებს. რისთვის დახარჯა ქუთაისის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის ტურიზმის განვითარების პროგრამიდან 650 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
ქუთაისის მერის ბრძანება N 2347 – 24/12/2015–ში ვკითხულობთ: ქალაქ ქუთაისში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია არსებობდეს ტურისტული ცენტრი, რისთვისაც მიზანშეწონილია შეძენილ იქნას შპს ..პროკრედიტ ფროფერთის’’ საკუთრებაში არსებული ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე N9 ა –ში მდებარე (ნაკვეთი) უძრავ–მოძრავი ქონება.
25 დეკემბრის 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება შ პ ს ,,პროკრედიტ პროფერთის’’, შემდეგში გამყიდველის, მისი დირექტორების მინდობილმა პირმა ლევან გვენეტაძემ და მეორეს მხრივ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მინდობილმა პირმა, ქუთაისის მერის ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მმართვის სამსახურის, ქონების განკარგვის უფროსმა ჯემალ გოგრიჭიანმა დადო, შემდეგში მდგომარეობს: ქუთაისის მერიას მოეხდინა შპს ,,პროკრედიტ ფროფერთის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქუთაისში, რუსთველის გამზირი N9 საკადასტრო კოდით 03,03,01,692 ქონების 650 000 აშშ დოლარის გადახდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. მართალია ქონება ,რომლის შეძენას ქუთაისის მერია ცდილობდა, აუდიტორული კომპანია ,,კომპაუდის“ 2015 წლის 18 დეკემბრის N 911 დასკვნაში შეფასებულია 704 842 აშშ დოლარად, მერიამ ეს ქონება 650 000 აშშ დოლარად შეიძინა.
21,01,2016 წელს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიასთან“ და მის მმართველ ვახტანგ ხეცურიანთან ქუთაისის მერიამ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში,რუსთაველის გამზირზე, N9 ა მდებარე ნაკვეთი 1. საერთო ფართით 835016 მ კვადრატით,. სხვა ფართით 223,47 მ კვადრატით. იპოთეკით უზრუნველყოფილი. ვალდებულებებში წერია.:იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია ბანკსა და მესაკუთრეს შორის გაფორმებული კონტრაქტით მესაკუთრის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის კლიენტის ვალდებულება კონტრაქტის 2,9,3 და 2,10 პუნქტებით გათალისწინებულ შემთხვევებში და წესით, გადაუხადოს ბანკს ჯარიმის სახით 70 000 ლარის ოდენობით წინასწარ გადახდილი საპროცენტო სარგებლის ნაწილი.აღნიშნული ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იტვირთება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღრული იპოთეკის საგანი.
kutaisitoday.com– ს კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, რომ კაფე ,,არგოს“ და შემდეგ ყოფილი მირზაანის შენობის, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის ბიზნეს– გამოყენებისთვის ქუთაისის მერის მაღალჩინოსნებთან სარფიანი გარიგების ირგვლივ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ყოფილი მირზაანის შენობაში სასტუმროს გახსნას აპირებს ქონებით დაინტრესებული ინვესტორი, რომელიც ქუთაისის მერიისგან ქუთაისის ძველ უბანში მერის საკუთრებაში და ამავე დროს,, ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იპოთეკით დატვირთული ქონების ყიდვისთვის სოლიდური თანხის გაღებას აპირებს. გაყიდული შენობის ფასად ქუთაისის მერიას დამატებით ბიუჯეტში ის თანხები გაუჩნდება, რომელსაც შენობის გაყიდვაში გადაუხდიან. მოხდება ყოფილი მირზაანის კაფე ,,არგოს“ გაერთიანება და ,,მირზაანის“ შენობის ქვემოთ მდებარე ტერიტორიის ნაწილი გამოყენებული იქნება სასტუმროს პარკინგისთვის და ნაწილი ღია კაფეს ტერასებად.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ კაფე “არგოს” მფლობელს აღნაგობის ქირის გადახდის წამზომი არა მშენებლობის დაწყების მომენტიდან, არამედ 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაურთო.
საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე kutaisitoday.com– იმ პირთა სიას თუ ვინ გეგმავს ქუთაისის ძველი უბნის ხელში ჩაგდებას ,საზოგადოების სინათლეზე რამდენიმე დღეში გამოიტანს, მას შემდეგ რაც ამ თემაზე მკვლევართა ჯგუფი მუშაობას დაასრულებს
This post has been edited by qutaiseli teroristi on 23 Apr 2016, 15:27