12:34 / 18-04-2016
"აუდიტორია 115": "სუს-ის მხრიდან ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება"
"აუდიტორიის წევრებზე დიდი ხანია ხორციელდება ზეწოლა პირდაპირი და ირიბი გზებით. პრემიერისგან მივიღეთ პირობა, რომ ის ამ საკითხს ყურადღების გარეშე არ დატოვებს, - ამის შესახებ "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთმა წევრმა დეა მინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა სტუდენტმა გიორგი კვირიკაშვილს განუცხადა, რომ მის ოჯახში სუს-ის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც მშობლებს მასზე ინფორმაციას თხოვდნენ.
დეა მინაძის განცხადებით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და მსგავსი ფაქტები პერმანენტულად ხდება. "აუდიტორია 115"-ის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით კი, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მის სახლშიც იმყოფებოდნენ, ხოლო ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან და მისმა მეგობრებმა "ოდეერების" სახელები და გვარები დაასახელეს და მათი უნივერსიტეტიდან გაყვანა მოითხოვეს.
"ბათუმში, სადაც მეოთხე წელია უკვე აღარ ვცხოვრობ, მივიდნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ჩემი მშობლები დაკითხეს. მეორე დღესვე მივმართე სახალხო დამცველს, მივაწოდე ინფორმაცია, რომელიც მან ორ დღეში დაამუშაავა, გადაამოწმა, ასევე მიმართა შს სამინისტროს, რომელსაც ჰქონდა ათდღიანი ვადა ინფორმაციის მოწოდებისთვის, თუმცა 46-ე დღეა გასული და სახალხო დამცველს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია
http://2030.news/?newsid=5206თსუ-ს სტუდენტის და „აუდიტორია 115“-ის წევრის ნათია ქარჩილაძის განცხადებით, მის ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.
“მამაჩემი მუშაობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის დეპარტამენტში. გუშინ დაურეკა უფროსმა, დაიბარა სამსახურში და უთხრა, რომ სუს-ის მოთხოვნა იყო, შემეწყვიტა აქტივისტობა. ამის დამტკიცება მხოლოდ მამაჩემთან ჩემი საუბრით შემიძლია, თუ მამა მოისურვებს საუბარს. მე ვაპირებ, რომ გავესაუბრო იურისტებს და სახალხო დამცველს. სათანადო უწყებებს მოვუწოდებ დაინტერესდნენ ამ ფაქტით.“- განუცხადა ქარჩილაძემ 2030.news-ის ჟურნალისტს.
მისივე თქმით, მსგავსი რამ „აუდიტორია 115“-ის კიდევ 15 წევრს შეეხო, თუმცა იმის გამო, რომ მშობლებს სამსახურიდან გაშვებით და დაჭერით ემუქრებიან, ისინი ამ თემაზე საუბარს ერიდებიან.