butkujкато тбилисели
რუსეთი ყოფილა თურმე დამპყრობელი და კოლონიზატორი, ქართველების განადგურება სდომებიათ რუსებს, მაგაზე ოცნებობენ ბოლო 200 წელი, მაგრამ ვერ შეძლეს :facepalm.
ვითომ კოლონიზატორები დაპყრობილ ქვეყნებში ნავსადგურებს აშენებდნენ ან თეატრებს ან სკოლებს ან საავადმყოფოებს ან გზებს აგებდნენ ან უნივერსიტეტებს აარსებდნენ ან... ან... ან...
მართლა კოლონიზატორებივით უნდა მოქცეულიყვნენ რუსები როგორც ინგლისელები, ფრანგები, ესპანელები შვრებოდნენ, ვინც მთლიანად დააქციეს მთელი კონტინენტები, მონებად გაყიდ-გამოყიდეს იქაური მოსახლეობა, ყველაფერი წაართვეს და მართლა ხახამშრალები დატოვეს.
დღევანდელ ქართველებისთვის ადვილია რუსების მტრობაზე საუბარი, სავარაუდოდ რუსების აშენებულ სკოლებში დადიოდნენ, ალბათ რუსების აშენებული უნივერსიტეტები დაამთავრეს, დღეს კი რუსების აშენებული კორპუსებიდან პატრიოტობენ
კი, იმპერიის დროსაც და საბჭოთა კავშირშიც ძალიან ბევრი მინუსი ჰქონდა (პოლიტიკურ) სისტემას, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე რუსები სპეციალურად ქართველებს გვტრობდნენ და ჩვენს განადგურებას ცდილობდნენ, ტყუილი კი არა ერთგვარი შიზოფრენიაა.
ენას გვართმევდნენო

ვის სჭირდებოდა ქართული ენა? მითუმეტეს მისი წართმევა?
პირიქით, ქართული ენა განვითარდა და ოქროს ხანა ჰქონდა რუსეთის იმპერიის დროს, როცა ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა და ქართველმა თავად-აზნაურობამ ლეკებისთვის, ოსმალებისთვის და სპარსელებისთვის გამზადებული ხმალი გვერდზე გადადო და წერას მიჰყო ხელი.
საბჭოთა კავშირის დროს ემუქრებოდა ქართულს საფრთხე და დღეს არა?
არ ვიცი, არ ვიცი, ბევრი რამის წერა შეიძლება, მაგრამ აზრი?
საქართველომ სამწუხაროდ ისეთი პოლიტიკა ატარა ბოლო 25 წელი, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია. ჩიხშია და ვერც ხვდება.
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif