სასულიერო პირები და მათი ფანატიკოსი მრევლი აზიარებს აქტიურად

რატომ არ ვუწოდებ რუსეთს ოკუპანტს?
http://tb24.ge/index.php/sazogadoeba/item/...%83%A2%E1%83%A1ჰოდა, მე ვბედავ!
1832 წლის შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ იესე ფალავანდიშვილის ღალატით გამოაშკარავდა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეამ დროებით, მაგრამ კაი ხნით ადგილი დაუთმო რუსეთის იმპერიაში ქართველი ერის ფიზიკურად გამრავლების, განათლების, კულტურის აღორძინების, იმდროინდელი მოწინავე ტექნოლოგიების ათვისების და სხვა, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანებს!
ქართველმა ერმა ელემენტარულად, წერა-კითხვა ისწავლა, ხოლო მისი უკეთესი შვილები პეტერბურგ-მოსკოვ-კიევი-ოდესის გავლით ევროპის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებშიც ეზიარნენ უმაღლეს განათლებას.
მიხეილ ვორონცოვის რუდუნებით დაარსდა პირველი ქართული გაზეთები, თეატრი, ოპერა; სწორედ პეტერბურგიდან მობრუნებულმა ე.წ. თერგდალეულებმა, დიდი ილიას მეთაურობით, შექმნეს ახალი ქართული მწერლობა; განვითარდა ვაჭრობა, მრეწველობა, ტფილისი გახდა სრულიად კავკასიის უმთავრესი ქალაქი, და რაც უმთავრესია, ქართველი ერი ფიზიკური განადგურების საფრთხეს გადაურჩა – XIX საუკუნის დამდეგს, ანუ, რუსეთთან შეერთებისას აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა სულ რაღაც 70 ათას (!) ოჯახს (დემოგრაფ ანზორ თოთაძის მონაცემებით) ითვლიდა, ხოლო XIX საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერიაში ჩატარებული აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა!..
1850 წლის ნოვგოროდის იარმარკაზე თბილისელ ვაჭრებს 1.195019 მანეთის საქონელი ჩაუტანიათ. დასავლეთ საქართველოდან სიმინდის დიდი რაოდენობა გაჰქონდათ ინგლისში და ირლანდიაშიც კი.
აქედან გამომდინარე, ნატოს ქიმერით, ევროპასთან ასოცირების და ახლა უკვე ე.წ. ვიზალიბერალიზაციის ცრუ პერსპექტივებით გონდაბნელებულთა საყურადღებოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ:
იცით თუ არა, რამდენი ევროს ეკვივალენტია დღეს მაშინდელი "მილიონსჩემტო" ოქროს რუსული რუბლი. რისი ღირებულების საქონელიც, საქართველოს რუსეთთან “ძალით” შეერთებიდან სულ რაღაც 50 წლის შემდეგ შეუტანიათ თბილისელ ვაჭრებს ნოვგოროდის ბაზრობაზე და როდის, ევროპის ასოცირებასთან “ნებაყოფლობით” მიერთებიდან რამდენი წლის შემდეგ გაიტანს საქართველო მილიარდობით ევროს ღირებულების საქონელს ევროკავშირის ქვეყნებში.
ეს ისე, მცირე ლირიკულ-რიტორიკული გადახვევა...
ახლა მავანი დამამუნათებს, რუსეთმა გააუქმა ბაგრატოვანთა სამეფო ტახტი და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, კირით შეგვითეთრეს ფრესკები, ქართველთა გარუსება მოინდომეს და ა.შ. სხვა მრავალი ვნება მოგვაყენეს ჯერ რომანოვების და შემდეგ სტალინის იმპერიაში 200 წლის მანძილზეო და მერე რა?
ეს ყველაფერი ჩემს შესაძლო ოპონენტებზე კარგად იცოდნენ მაშინ მოღვაწე საქართველოს გამორჩეულმა შვილებმა, მაგრამ...
პირუთვნელმა ისტორიკოსებმა მე-19 საუკუნის დასაწყისი მაინც უმნიშვნელოვანეს მომენტად მიიჩნიეს ქართველი ხალხის ისტორიულ განვითარებაში, რადგან ამ დროიდან იწყება ახალი პერიოდი ქართველი ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველი ხალხის ბედი მტკიცედ დაუკავშირდა რუსი ხალხის ბედს.
ქართველი ხალხის ფიქრთა მპყრობელმა ილია ჭავჭავაძემ ბრწყინვალე პუბლიცისტურ წერილში, “ასის წლის წინათ”, რომელიც 1899 წლის 26 ნოემბერს დაწერა და საქართველოში რუსის ჯარის პირველად შემოსვლის 100 წლისთავს მიუძღვნა. რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული მნიშვნელობა შემდეგი სიტყვებით გადმოსცა:
- „დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა“...
ნიშანდობლივია, რომ ალექსანდრე პირველის მანიფესტის გამოცხადებისთანავე საქართველოში აილაგმა ლეკიანობა და ისლამის ოკეანეში კვლავ აღმოჩენის პერსპექტივა არავის აშინებდა...
XX საუკუნის დასაწყისში კი, რუსეთის დუმის დეპუტატი, თავადი ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის შიგნით ითხოვდა საქართველოს კულტურულ ავტონომიას. ეგ იყო და ეგ, რადგანაც ილია მართალსაც კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ძლიერი შემწე-მფარველის გარეშე გაუჭირდებოდა დამოუკიდებლად არსებობა, საკუთარი ისტორიული მეს შენარჩუნება!
დიდი ილიას შიშები რომ უსაფუძვლო არ იყო, დღეს გამოჩნდა – ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ სამშობლოს გვართმევენ!
რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ გვქონდა სამშობლო...
პარადოქსია ისიც, რომ ქვეყნის „მთავარი ოპოზიციური ძალა“ ნაცბანდა, ნიადაგ ამუნათებს მეოცნებე ხელისუფლებას, რომ ისინი პრორუსულები არიან, პუტინის თამაშს თამაშობენ და ა.შ. ეს უკანასკნელნი კი ხელებს ასავსავებენ, რის რუსეთი, რა პუტინი, პირდაპირ ევროკავშირ-ნატოსკენ გვიჭირავს გეზიო!
არადა, ქვეყანა თავზე გვექცევა – აგერ თითქმის 4 წელიწადია საქართველო-რუსეთის „ახალი ურთიერთობები“ კარასინ-აბაშიძის ფორმატს და რუსეთის ბაზარზე „ორიოდე“ ბოთლი ქართული ღვინო-ბორჯომის შეტანას ვერ გასცილებია.
ამიტომაც არის, რომ რუსეთის მხრიდან ე.წ. მცოცავი ანექსია კონფლიქტის ზონაში გრძელდება და თუ ამჯერად ვიზალიბერალიზაციით დაბოლილები, უილაჯო არა, არას არ მოვიშლით, ცოცვა ხტუნვაში გადაიზრდება და მავთულხლართებს იქით ქუთაისთან, ხოლო აქეთ თბილისთან გადმოიტანენ!
ამ რეალობაში ქართველი ურაპატრიოტები „რკინისებური არგუმენტებით“ გვიპირისპირდებიან პრაგმატულად მოაზროვნეებს – თუ ერთმორწმუნეები არიან და ჩვენთან მეგობრობა უნდათ, დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორიების 22 %-ო!
პარადოქსი არ არის, რომ რუსეთს, მხოლოდ მტრად განვიხილავთ, ხოლო მართლაც ისტორიულ მტერს, თურქეთს, რომელსაც სამუდამოდ აქვს მიტაცებული ჩვენი ტერიტორიები, უპირველეს მეგობრად. ქვეყანას, რომლის ეკონომიკური ანექსია უკვე თბილისშიც და განსაკუთრებით აჭარაშია თვალნათელი. სახელმწიფო, რომლის პრემიერ მინისტრი დავიდ ოღლუ პირდაპირ აცხადებს, რომ თურქეთის საბოლოო მიზანი ე.წ. დიდი თურანის იმპერიის აღდგენაა, სტამბოლიდან, ბათუმი, სარაევომდე, რისთვისაც გლობალიზაციის პირობებში სულაც არ არის საჭირო ტანკები და ბომბებიო – ეკონომიკურ ექსპანსიაზე უკვე მოგახსენეთ და საქართველოს ტელევიზიებში საეჭვოდ მომრავლებული თურქული სერიალები ამ პროცესის პროპაგანდისტული შემადგენელია.
თურქების მიერ ანექსირებულისგან განსხვავებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულის დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და თუნდაც ამიტომ არ ვუწოდებ რუსეთს ოკუპანტს.
ეგეც არ იყოს, და იქნებ ისიც დაგვეთვალა, რამდენი ტერიტორია დააბრუნა XIX საუკუნეში რუსულმა იარაღმა და ირან-ოსმალეთთან ომებში დაღვრილმა რუსულმა სისხლმა, ფორმალურად რუსეთის იმპერიის ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში, რეალურად კი ერთიან ქართულენოვან კულტურულ სივრცეში. ტერიტორიები, რომლებიც XX საუკუნეში რომანოვების იმპერიის დამხობის შემდეგ უკვე ფორმალურადაც საქართველოს იურისდიქციაში მოექცა და ის, რომ მაშინ დამოუკიდებლობაც დავკარგეთ და ტერიტორიებიც, სტალინ-ორჯონიკიძეზე მეტად უნიათო მენშევიკების ბრალი იყო!..
იქნება ისიც გაგვეხსენებინა, როგორ განუცხადა მოკავშირეებს სტალინმა 1945 წლის იალტის კონფერენციაზე, რომ თურქეთმა უნდა დაუბრუნოს საქართველოს წართმეული ტერიტორიებიო – სიტყვას საქმეც მოაყოლა დიდმა ბელადმა და სარფიდან ვიდრე ტრაპიზონამდე უკვე რაიკომის მდივნობის კანდიდატებსაც კი განიხილავდნენ პოლიტბიუროში და რომ არა დღევანდელი ჩვენი „მეგობარი“ აშშ, რომელმაც სტალინის მადის მოსათოკად, მის დასაშინებლად, უკვე დამარცხებულ იაპონიას ატომური გენოციდი მოუწყო, ვინძლო დღეს ტრაპიზონში ყოფილიყო საქართველოს საზღვარი...
მაშ, ვინ არის „მტერი მამულის“ და ვინ უნდა “მივცეთ მახვილსა ლესულსა“?
სწორი, თანმიმდევრული და რაც უმთავრესია, გულწრფელი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, მით უმეტეს ერთმორწმუნის მოყვრად ქცევა ადვილი შესაძლებელია!
უმადურობა დიდი ცოდვაა, ხოლო ისტორიული უმადურობის ცოდვისთვის პასუხს მთელი ერი აგებს. ამიტომ, როდესაც რუსეთის მხრიდან ქართველებისთვის მიყენებულ ზიანზე ვლაპარაკობთ, არც რუსეთთან თანაცხოვრების სიკეთეები უნდა დავივიწყოთ!
მთავარი მტერი მამულის თავისუფლების ინსტიტუტი და მის ბაზაზე დაჩეკილი გველის წიწილები, ოკეანის გაღმიდან თუ ევროპიდან უხვად ფინანსირებული ასოები, მათი სკოლაგამოვლილი ლიბერასტი პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც რუსეთს ლამის საშვილიშვილოდ გადაგვკიდეს, რომლებიც ყოველგვარ ქართულს, მართლმადიდებლურსა და ტრადიციულს უკვე აშკარად ებრძვიან და სწორედ ისინი უნდა “მივცეთ მახვილსა ლესულსა”.
საბოლოო ჯამში დღეს უღმერთობა ებრძვის ღმერთს, უზნეობა, ზნეობას, პედერასტობა – ვაჟკაცობას, ნორმალურობა, არანორმალურს და ყველა ნორმალური ადამიანის სიმპათიები რუსეთის მხარეს იხრება!
მიუხედავად ამისა, საქართველოში დღემდე არ არსებობს ძლიერი, ე.წ. რუსული ლობი და ეს, უწინარესად, თავად რუსეთის ბრალია, რომელიც სერიოზულ კაპიტალს არ დებს ქართულ პოლიტიკაში და რასაც დებს, ისეთ ოდიოზურ პიროვნებებზე გავლით, რომ პრორუსულობის იდეა თავშივეა დისკრედიტირებული.
ამიტომაა, რომ ქართულ რეალ-პოლიტიკაში შესასვლელი საშვი იმაზე გადის, როგორ გააღმერთებ ამერიკას და, შესაბამისად, როგორ აგინებ რუსეთს!
არადა, თუნდაც მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან ერთ სახლში 2 საუკუნე ვიცხოვრეთ, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ყოველგვარი „პროების“ გარეშე საქართველოში არსებობდეს ქართული, ეროვნულ-ტრადიციულ-მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთს დაუკავშირებდა და ამის გამო მოღალატედ არ შერაცხავდნენ.
აი, ეს კი იმის ბრალია, რომ საქართველოში დღემდე არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე დასავლეთის თუ ადგილობრივი ლიბერასტების მიმართ გაბედავდა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა...
მხოლოდ რუსეთთან ერთად მიჩანს საქართველოს მომავალი განვითარება, მხოლოდ რუსეთთან ერთად მიჩანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!
მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ მართლმადიდებლობის გამარჯვებას და, აქედან, მხოლოდ რუსეთთან ერთად მიჩანს საკუთარი იდენტობის გადარჩენა!
რუსეთთან ერთად მიჩანს, რომ სახელმწიფოც მქონდეს და სამშობლოც!
P.შ. ზემორე თქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ალტერნეტივა არა აქვს!
მიუხედავად ამისა 4 წელიწადია არ დაადგა საშველი რუსეთ-საქართველოს პირველ პირთა უმაღლეს დონეზე შეხვედრას, რომლის ინიციატივა ყოველთვის რუსეთიდან მოდის. არადა პირიქით უნდა იყოს, რადგანაც კითხვა – ვის უფრო სჭირდება ,ეს შეხვედრა, რუსეთს თუ საქართველოს, რიტორიკულია!
არა და არ წყდება სამთავრობო თუ არასამთავრობო ხლისტების ურაპატრიოტული ღნავილი, რომ შეხვედრა მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციის დღის წესრიგით უნდა შედგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვედრა არ შედგება, რადგან ეს იმას ჰგავს, რომ სახლის შენება სახურავიდან დაიწყო!
სოხუმ-ცხინვალის პრობლემის მოგვარება გრძელვადიანი ამოცანა უნდა იყოს...
მართალია ამ პრობლემის გასაღები მოსკოვშია, მაგრამ ეს ბურატინოს გასაღები არ არის, რომლის ერთი გადატრიალებით სამოთხის კარები გაიღება!
თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინის ერთ ბრძანებაზე აფხაზები და ოსები მუხლიჩოქვით მოფორთხდებიან და ქართული ჯარის ამერიკულ ბაშმაკებს დაუწყებენ ლოშნას, ძალიან ცდება!
საერთოდ, უნდა გვესმოდეს და შევეგუოთ იმ აზრს, რომ ეს, თუნდაც მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები ავტონომიური სტატუსით აღარასოდეს შემოვლენ საქართველოს შემადგენლობაში – ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება!
ის პოლიტიკოსი კი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, ან ბრიყვი ურაპატრიოტია და ან ჭკვიანი დემაგოგი!
ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და წადი რა, შეხვდი, დაელაპარაკე, როგორც იტყვიან, იქნებ თხა იყოს, ტყუპი მოიგოს...
წინაპირობების წაყენებას რუსეთს აშშ ვერ უბედავს და საქართველო ვის დაკარგვია?
გიორგი ჩხეიძე
234 28 97
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა