qartveli1000მხოლოდ ხეების გაჩეხვა არაა პრობლემა
გლობალური დათბობა მოძველებული ტერმინია, სწორად ასეა: კლიმატის გლობალური ცვლილება
და ამის მიზეზი არის ე.წ. სათბურს გაზების ემისია ატმოსფეროში, დედამიწის ზედაპირის ალბედოს შემცირება (მცენარეული საფარის გაჩეხვა, გაუდაბნეობა, ლანდშაფტის ანთროპოგენული ცვლილება), ოზონის ფენის შემცირება სტრატოსფეროში, თერმოემისია და ა.შ.
ეს არის ინდუსტრიის საფასური : (
მაგრამ, როგორ გინდა ამდენი მილიარდი ადამიანის მოთხოვნების დაკმყოფილება ინდუსტრიის გარეშე...
მითუმეტეს რომ წარმოების დემატერიალიზაცია, ემისიების შემცირება, განახლებადი ენერგიის წყაროები და ეკო-დიზანი მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებშია ასე თუ ისე დანერგილი, განვითარებად ქვეყნებში (მათ შორის დიდი მასშტაბის ინდუსტრიის მქონე ჩინეთ-ინდოეთში) კი - ფაქტიურად არა..
შეიძლება ითქვას რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ..
ამ დოკუმენტურს უყურეთ, თუ ვინმეს გაინტერესებთ მასშტაბები:
http://adjaranet.com/Movie/main?id=16793
This post has been edited by nick_el_son on 23 Apr 2016, 23:08