რაქენი დაიცალე ამაღამ მშვიდად დაგეძინება? ფორუმზე გინების გარდა რა გააკეთე სპლიყვის დასახმარებლად ან რას გაააკეთებ. არ გიფიქრია რომ ეს ყველაფერი მთავრობას გაუპროტესტოთ ცხვირწინ? მეც გამვალ სიამოვნებით და გვერდში დავუდგები მისი განთავისუფლების მოთხოვნას არვიცი ვინ არის არც ვიცნობ მაგრამ რაც ვნახე და თვალში მომხვდა თემები ბევრი გულშემატკივრობს და გული შესტკივა ზნაჩიტ არუნდა იყოს ცუდი კაცი. და მე ლიჩნად რითიც შემეძლება მის გვერდით ვარ. მაგრამ გინებაში მომიბოდიშებია. ბაზარი არაა პარლამენტის წინ გავალ და იქ ვაგინებ უკანასკნელი სიტყვებით თუ საჭირო იქნება. მაგრამ კომპთან ჯდომა და თქვენი ისე ქვენი ასე მერე კომპი გამორთო და საბანი მოიხურო და დაიძინო ასეთი პონტებისგან შორს ვარ. რეალურად გული დამწყდა მის დაჭერაზე ტიპი შუტკის გამო დაიჭრეს ტიპმა რაღაც იხუმრა თავის პონტში და ტერორსი გამოიყვანეს. უბრალოდ სიგიჟეა და მეი არაფერი. მაგრამ უფრო სიგიჟეა აქ იმის დედა ამის დედა ვისა ბიჭო გამოუშვით. ერთი მშვიდობიანი აქცია ვერ დაგეგმეთ ფორუმმა? ტელევიზიას მაინც გადაეღეთ ხალხსაც რამე გაეგო იქნებ რამე ძვრები წასულიყო. თემის დახსნაში დედა მოუვა იმენა ასწრებთ ერთმანეთს. მერე სპლიყვი გამოვა და იმედია არ ჭამს ამ გულბრიყვობას აი რამდენი თემები გაუხსნიათ როგორ იგინებოდნენ ჩემს გამოვო. და რეალურად იფიქრებს რომელმა ერთმა რა გააკეთა რეალურადო. არცეგეთი ძმობის მწამს არც ეგეთი სიყვარულის არც ეგეთი პატივცემის. ცნობილი ფრაზაა სიტყვებით ვერავის დაეხმარები. ტიპი ზის მისჯილი აქ როგორ ფიქრობათ აქ დედის გინება რამეს უშველის. მიდით ელემენტაული მშვიდობიანი კანონის დაცვით აქცია ხო შეგიძლიათ? უკიდურეს შემთხვევაში შიმშილობა? მიდით და ჩემი და ჩემი ოჯახის თავზე გაიარა თითეულმა ფორუმელმა ვინც ბოლომდე გვერდით არ დადგეს ამ კაცის გვერდით ჩემდათავად. მაგრამ აქ მომიბოდიშებია გული მერევა ასეთ ძმობაზე
ყველამ სათითაო თემა გავხსნაო გაიჟღერა გულანთებულმა იდეამ. მერე რო გახსნი?
ეს ის პონტია ყველამ თითო გული დავუწეროთო
დღეს რო აქ იგინებით ორთვიანი მიუსაჯეს. გინებას აგრძელებთ ორთვიანიც გრძელდება და ესე გათამამებულები ფორუმის უნიათობით ღმერთმა არ ქნას მერე 20 წელი მიუსაჯონ მერე რას იზამთ ისევ გინების ახალი ტალღა ისევ ახლიდან თითო თემა. და მოიხდის ეს კაცი სასჯელს ისე რომ ამხნის მანძილზე თითიც გატოკებული არ გექნებათ. ( კლავიატურის ბრახაბრუხს თუ არ ჩავთვლით)
თან იძახიან რავქნათ რა შეგვიძლიაო. გინება და კლავიატურის ტყაპუნი თუ შეგიძლია კნოპკების ამოყრამდე იქ ელემენტარული სიარულიც შეგეძლება სადმე გახვიდეთთ რამე გააპროტესტოთ
პ.ს ნუ ასწავლით შვილებო ნუ ასწავლით. დედებს ასე უზამს და ისე. არ გაიშვას ვინმეს რამე უქნა. სანამ კლავიატურას გვერდით არ გადადებ
რა შეგვიძლიაო?! მართალ ხართ რა შეგიძლიათ? რაც შეგიძლიათ კი აკეთებთ. ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ ზოგს გინება შეუძლია ზოგს თემებიის დახსნა და ა.შ აბა წამრმატებებით. იმედია ღმერთი უშველის მაგ კაცს. თქვენი გინების და წიწინ კიკინს იმედად დატოვილ კაცს. არასამთავრობოებს ტელევიზიებს და ა.შ აგინებენ რატო არაფერს აკეთებენო? თქვენ რას აკეთებთ? როცა ხედავ ვინმე რამეს არ აკეთებს უნდა მოსთხოვო ან აიძულო კანონის დაცვით გააკეთოს. ფეხებში უნდა გაებლანდო და თვალებში მაგ ტელევიზიებს თუ არ აშუქებენ. გაიგეთ ეხლა მარტივი ჭეშმაიტება? სულ დაღუპა ამ ინტერნეტმა ხალხი. ან საქმე აკეთეთ რეალურად ან ამოვიდა ამდენი გინება და ლანძღვის მოსმენა და დუქნის ლომობა. ხალხი შემოდის და მათაც ეცით პატივი სულ არ სიამოვნებს ვიღაც მხართეძოზე კლავიატურა გადატენილი უშვერი სიტყვებით როგორ ცდილობს მეგობრის დაცვას ოლაინ სივრციდან. ბევრი მინახია ასეთი შეგხვდებიან რაგიჭირს ძმაო ხომ შვიდობა გაქ. ხოიცი შენ სგვერდით ვარ ძმაო ჩემი ბრატი ხარ. თავს გავწირავ ძმაო შენს გამო შენს ძმობას ვფიცავარ შენს სულს შემოვლევლე ჩემო ძმაო. დაგჭირდება და ძმაოო. იცი პრობლემები მაქ ოჯახი მაქ. სამსახური მაქ ხო გესმის ბრატ. რა გიშველო აი ბრატ. კაი კაი ძმა კარგად. ღმერთი შენსკენ სბოგამ. ამ პონტს ვხედავ. ერთიორმა რეალური ვარიანტი დადო გავაპროტესტოთო. და იმენა პოსტი რო ყველამ გაატარა. იმენა მაინც გინებას აციტირებენ და უერთდებიან გინებას. ვისა ბიჭო შუაზე აჭრიან ტოო კლავიშა ალესილია. ხელი ბიჭოო ქართული ფორუმის ძალა ჩემეე. საცოდაო საქართველო ჩემეე. ამდენხანს როგორ გაძელი ან როგორ ძლებ........... თან რო უკვირთ როგორ ბედავენო როგორ და მშვენივრად იცან ეს ყველაფერი ფორუმს და ოლაინს არ გაცდება ორთქლს გამუშვებთ და დაყრით კლავიატურას. როგორ ბედავენ აბედინებთ! სამი რამე ხდება ეხლა
1) სპლიყვი ციხეში ზის
2) ფორუმზე ძმობას ეფიცებით. ლანღძვაგინებით ამტკიცებთ ძმობას
3) შემოდიან ვისაც აგინებთ კიხულობენ და კაიფობენ. მერე ჩახურავენ ფორუმს. და გაარძელებენ საქმეს. იცან რო ორთქლს უშვებთ
რამეს ტყუილს ვწერ? თუ ვწერ პირველი მართალმა გადატენოს კლავიაუტრა!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by MR.LACOSTE on 23 Apr 2016, 03:45
პატივაყრილებს სურთ პატივი სხვასაც აჰყარონ და მოგაჩვენონ ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროდ.