axalirevoluciaაბა 1 წუთით დაფიქრდი– შენც ხომ არ ასხამ წყალს შენი საწყალი ქვეყნის წყალწაღებაზე?
არ გინდა რა, ძალიან გთხოვ,

ყველა მიიღებს მის წილ პწკენას კიარადა კომბალს, დარწმუნებული ბრძანდებოდე. მაგრამ შენ ცალკეულ პიროვნებებს გულისხმობ და მთელი სოციუმის ერთადერთ საყრდენს უპირისპირდები – რელიგიურ აღმსარებლობას.
ხომ ხედავ – პოლიტიკურმა ძალებმა განათლებას არ მისცეს სოციუმის ერთობის პრეროგატივა, კულტურა საერთოდ დაასამარეს, მხოლოდ რელიგიურ აღმარებლობას ხედავს დღეს ადამიანი როგორც ერთადერთ თავშესაფარს მომავლის და შორეული მომავლის პერსპექტივით. მე არ ვაფასებ ამას როგორც ნეგატივს ან პოზიტივს, თუმცა პოზიტივია თავისთავად ის, რომ ადამიანებს აერთიანებთ წესიერებისაკენ მოწოდება და შინაგანი მორალური ძალის შეგრძნება არ ჩლუნგდება.
ჰოდა ნუ დაარტყამ ამას. გაითვალისწინე რას და ვის ურტყამ. არ გინდა, შეეშვი. შენ ფაქტიურად ურტყამ დღეს ადამიანების ერთადერთ გამაერთიანებლ ტენდენციას და მორალურ წყაროს. რადგან ადამიანები სხვაგან ვერსად ვერ ხედავენ მორალური ღირსების დაფასებას.
ცხადია, ჯიპებიანი, ანაფორაში იარაღიანი, სინოდში შეგზავნილები, ყოფილი ნარკუშა და აგენტი "მამაოები"– ეს ყველაფერი არის, მაგრამ ხალხი ამას განიხილავს როგორც ერთადერთი გამაერთიანებელი მორალური ცენტრის დანგრევის მცდელობას, და არა ისე, რომ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობაა მახინჯი მოვლენა დედამიწაზე. ეს ხომ აბსურდია... და საშინელი დანაშაულია რომ სწორედ ამაში სურთ ხალხის დარწმუნება. ამიტომ იქმნება ჯიპიანი გარყვნილი მექრთამე , მდიდარი და გაქსუებული მამაოების პრეცედენტები.
ჰოდა, როცა კომბლის მოქნევა გინდა, ჯერ სანამ კომბალს აიღებ –თავისუფალი ადამიანი ხარ! დაფიქრდი ამაზე და შეეშვი კომბალს. ნუ დაკარგავ თავისუფლებას.
This post has been edited by annavita on 14 May 2016, 08:23