#47651624 · 25 Apr 2016, 08:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არა რაა, ვინც რა უნდა ის იფიქროს და საქმის ვითარებას ობიექტურად თუ შევხედავთ, ნაციონალების პარტია მართლაც გამორჩეული პარტიაა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჯერ ერთი, უნიკალური იყო ხელისუფლებაში მათი მოსვლა -ფაქტობრივად, მშვიდობიანი და თანაც გიჟმაჟური. მერე რუსეთთან ერთად მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი დაუპირისპირდა და ის მაინც თავისას უბერავდა, ომი იყო და ჩვენზე დაახლოებით 250-ჯერ დიდმა ქვეყანამ ბოლომდე ვერ დაგვაჩოქა, ეს პარტია ერთადერთი იყო, მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება რომ აღიარა და ყოველივე ამის მიუხედავად დღესაც ფეხზეა და გამარჯვებისთვისაა შემართული.
|