მაშინ მოჰყვანდეს სხვანიცა ორნი ძვირის-მოქმედნი მოკლვად მის თანა. და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქვიან თხემისა ადგილი (გოლგოთა), და მუნ ჯვარს-აცვეს იგი და ძვირის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯვენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯვარს-აცვნეს... და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხვანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თვისი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისაი... ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძვირისმოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენცა. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?! და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმნენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაი უჯეროი ქმნა. და ეტყოდა იესუს: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა! ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამენ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლუკა, თავი 23: მუხლები 32-33; 35; 39-42).
ყოველთვის ასე არ არის
This post has been edited by tavgrili on 4 May 2016, 09:27