წმინდა წყლის კომუნისტური აზროვნება.
თელ ავივში ერთ ერთ საუკეთესო რაიონად ითვლება ზღვისპირა რაიონი, დიზენგოფი, არლაზოროვი, ბენ იეჰუდა.
გაიარე და ნახავ თუ რა მდგომარეობაშია ფასადები, მაგრამ სახლებში რომ შეხვალ მიხვდები რაზე ზრუნავს სახელმწიფო პირველ რიგში.
რაის კონცერტი უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ როცა ბავშვები შიმშილობენ და მათი ჯანმრთელობა არ არის სათანადოდ დაცული?
შრომის უუნაროებს, პენსიონერებს და დევნილებს, რომლებიც მთავრობის (ყოფილების და ახლანდელის) მოღალატეობის, უცოდინრობის და უქნარობის გამო არიან დღესაც დევნილები, სახელმწიფო საარსებო მინიმუმზე ნაკლებ დახმარებას რომ აძლევს.
რა ეკონცერტება მთავრობას?
ინვესტორი რომ ჩამოვა თუ ნახავს რომ რობი უილიამსი მღერის თბილისში და მსგავსი ზღაპრები ბაგა ბაღის ბავშვებს მოუყევით.
ჯემიროქუაიზ რომ ჩამოიყვანა ისტერნ პრომოუშენმა და 400 ლარი რომ ღირდა ბილეთი, დაესწრნენ დეპუტრაწები და მათიხროვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც პრომოუშენს გადაუხადეს ფული და რა? ინვესტიციების ნაკადი მოასკდა საქართველოს თუ ტურისტების კონცერტზე დასასწრებად? ვინ იდიოტი გადაიხდის 200 დოლარს ჯემიროქუაიზში პლუს ტრანსპორტი და სასტუმრო
ეზოების მოწესრიგება და ინფრასტრუქტურა კი , მთავრობის და ხელისუფლების საქმეა გეთანხმები, მაგრამ ამასაც დაგეგმვა პრიორიტიზირება სჭირდაბა და არა იდიოტურად ყველგან შაბლონური შადრევნების ჩაკვეხება.