#47659729 · 26 Apr 2016, 03:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasa
| QUOTE | რომელი დაზღვევაა ყველაზე კარგი პირობებით?
|
ბოდიში ახლა ვნახე თქვენი კითხვა. ალდაგს საკმაოდ კარგი პაკეტი აქვს, მე რაც ვნახე ეგ ყველას ჯობდა. მაგრამ ეგაა რომ 120ლარიანია და თან 3 თვის წინასწარი გადახდით. სრული სერვისი აქვს სამაგიეროდ,+საზღვარგარეთი და რეაბილიტაცია. ოჯახის 3 წევრზე არის ფასდაკლება. ჯიპიაი მისაწვდომი ფასია 50ლ. და არაუშავს, ნორმალურია, მით უფრო თუ საყოველთაოც გაქვთ ამავე დროს და მედიქეარს შეისყიდით. სიცოცხლის დაზღვევაც შედის და საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობაც. ასევე, ალდაგის მსგავსად სიმსივნური დაავადების დაზღვევა, მათ შორის ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი, რაც სხვა სადაზღვევოებს არა აქვთ, გარდა ალდაგის. პროვაიდერებთან 70% ანაზღაურება. გეგმიური სრული დაფარვა.აქაც 3 თვის წინასწარი შენატანი. ოჯახიდან 3 წევრის ერთდროულად დაზღვევაზე არის ფასდაკლება. +სასწრაფო პედიატრიული დახმარება თვეში 5 ლარი. და გამოძახებისასაც არის რაღაც მცირეოდენი გადასახადი, მაგრამ ნამდვილად ღირს,მერწმუნეთ. ბავშვებიანი ოჯახისთვის დაზღვევა აუცილებელია, რადგან უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება ფაქტიურად არ მოქმედებს, პედიატრი არ ჰყავს ამ სამსახურს.შესაბამისად რეცეპტს არ წერენ, მხოლოდ კლინიკაში გადაყავხართ. იქ კი მოგეხსენებათ რაც ხდება.
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|