თემაში გაინავარდა სიტყვა სოოფლელობამ და ფრიად გამამხიარულა.
სიტყვა პროვინციალიზმის საპირწონედაა თქმული და დამკვიდრებული სოფლელობა და სულაც არაა იგი გეოგრაფიული ცნება.
მეხუთე თაობის თბილისელსაც ვუწოდებთ პროვინციელს, თუ ჩამორჩენილია დროებას და ასევე სოფლიდან ჩამოსულს შევრაცხავთ ავანგარდისტ თბილისელად.
თუ პროვინცია შეძლებს ქვეყანაში მოიპოვოს ლიდერის პოზიციები --- იგი გახდება ქვეყნის ახალი ცენტრი --- კონკურენციის პრინციპებით.
ამდენად, ამაზედ კამათი ნორმალური ცნობიერების მქონე
ადამიანისათვის --- უბრალოდ ამოწურულია.
არის სხვა ცნებებიც, რომლებიც არანაკლებ საფრთხეებს უქმნის ქვეყანას.
მაგალითად გუბერნატორი, რისთვისაც უნდა არსებობდეს გუბერნია და გუბერნიები.
გუბერნატორი თუ ადგილობრივი მკვიდრია და არა სხვა სახელმწიფოს მიერ დანიშნული --- არსობრივად ერთია, მაგრამ მეორეს კოლონიური სტატუსი აქვს და ქვეყნის საგუბერნიო მოწყობა ჩვენთვის ასოცირდება რუსულ ცარისტულ-სამეფო თვითმპყრობელობასთან.
საქართველო არის რესპუბლიკა და აქვს კონსტიტუცია --- ორიგინალი!
ამ ბაზისზე დგას თანამედროვე სახელმწიფოებრივი ცნობიერება.
დე ფაქტო რეალობა არ შეესაბამება დე იურეს --- ანექსია-ოკუპაციის გამო --- დეოკუპაციამდე.
***
წერტილი არის დასასრული და ახალი --- ახლის საწყისი.
ამ სიახლის გაცნობა ევალებათ ამის გამცხადებლებს და ვალდებულნიც არიან ---- განაცხადზე უდავო პასუხისმგებლობით.
***
მრავალთ დაუწყიათ კარგად და ცუდად უმთავრებიათ და ცუდად დაწყებულიც კარგად გაგრძელებულა --- ახალფეხადგმულივით...

***
დალოცეთ სიახლე და --- რა იცით რა ხდება და მართლაც ავანგგარდისტული სიახლეა ,,ჩამყაყებულ ჭაობში".
ენდე და შეამოწმე --- შეეწიე მომავალთ, რათა მართლად იარონ და მერე აქეთ მოგვკითხონ მართლად ცხოვრება.
***
ყველაზე დიდი ღირსება --- უშურველობაა!
This post has been edited by triumpi on 25 Apr 2016, 09:34