თითქმის გიპოვიათ 19 მილიარდი და ეგაა რაღა.

ეს თქვენ. გეამებათ:
"პრემიერ-მინისტრისა და მისი დელეგაციის ნიუ-იორკში ვიზიტის ხარჯებზე ისაუბრა საპარლამენტო უმიცრესობის წევრმა ირმა ნადირაშილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოგიდგენთ პრემიერ-მინისტრისა და მისი ამალის ნიუ-იორკში ვიზიტის ხარჯებს.
დელეგაცია შედგებოდა 3 წევრისგან. ჩვენ ხელთ გვაქვს 16 ადამიანის სამინივლინებო ხარჯი, გაწეული მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტიდან. სულ ეს თანხა შეადგენს 562 965 ლარს.
_სასტუმროში - ,,მანდარინ ორიენტალი“ გადაიხადეს - 175 651 ლარი;
_მგზავრობა დაჯდა - 147 375 ლარი;
_ბიუჯეტიდანაა გადახდილი სასტუმროს დამატებითი ხარჯები - 25 694 ლარი, ანუ მინი ბარი, სასმელის და სადილის ფულიც კი“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ ,,ლუფთჰანზას“ პრემიერ კლასით ისარგებლეს, რაც მისივე განმარტებით, ყველაზე ძვირადღირებულია ბილეთია. ნადიარშვილმა სასტუმროს ხარჯებიც დააკონკრეტა, რომელიც ,,მანდარინ ორიენტალში“ ცხოვრებისთვის იქნა გადახდილი.
,,აქვე საგანგებოდ უნდა გავუსვა ხაზი რამდენიმე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან მომენტს: პრემიმერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ ბილეთში მიუნხენი-ნიუ-იორკი-მიუნხენი გადაიხადა თითომ 20 000 ლარი. ეს იყო არა ბიზნეს-კალსი, რაც თავითავად ძალიან კომფორტულია, არამედ პირველი პრემიერ კლასის ბილეთი. მინდა განგიმარტოთ, რომ ესაა ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი, რომელიც აქვს ავიაკომპანიას ,,ლუფთჰანზას“.
ასევე, პრემიერ-მინისტრმა ,,მანდარინ ორიენტალის“ ნომერში გადაიხადა 23 165 ლარი. ზუსტად იგივე დაჯდა ნუნუ თამაზაშვილის სასტუმროს ნომერიც.
ვიმეორებ, რომ 562 000 ლარი ეს არის მხოლოდ 16 ადამიანის ხარჯი. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაციას იქ მყოფი მინისტრების, დეპუტატების და დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციასაც ძალიან მალე მოგაწვდით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ საერთო ჯამში აღნიშნული ხარჯი, ბიუჯეტს და გადამხდელებს, თითქმის, მილიონი ლარი დაუჯდათ. დეპუტატის თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როცა ბიუჯეტს არ აქვს თანხები პენსიების გასაზრდელად.
,,არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ეხება ბიუჯეტს, რომელიც უკვე მეორე წელია არ სრულდება. ბიუჯეტს, სადაც არ არის არცერთი ლარი პენსიონერებისათვის პენსიის გასაზრდელად.
ჩვენ ვლაპარაკობთ მთავრობაზე, რომელმაც ასეთი ბრალდებებით ციხეში ჩაყარა პოლიტიკური ოპონენტები. ჩვენ ვლაპარაკობთ მთავრობაზე, რომლის საგარეო პოლიტიკის ეფექტი ნულის ტოლია“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა."
http://www.newposts.ge/?id=53309
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.